საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი –
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.
სტატიის გამოყენების პირობები