საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის
1206 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი –
განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ- 294.
სტატიის გამოყენების პირობები