17 აგვისტო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. ამ დროისთვის, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა
1341-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა
და 1092-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ დროსთვის, ქვეყანაში
კოვიდინფექციის დიაგნოზით 232 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება.
სტატიის გამოყენების პირობები