სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ. როგორც მან განმარტა, ეს არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. მისივე თქმით, სასწავლო სივრცეებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით დაცულია.

მინისტრმა პანდემიის პირობებში ზოგადად სასწავლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნების პროცესი მშვიდობიანად და სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ლექციების საკითხს, როგორც ჩხენკელმა განმარტა, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, რომ პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში აწარმოონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები