საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი,
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი
გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობას გადის 3 847 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების
რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები