საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 832 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები