საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 022 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 344-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.





Print

სტატიის გამოყენების პირობები