28 ოქტომბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 731 შემთხვევიდან, შიდა ქართლში, კორონავირუსის ახალი, 76 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 33 858-ს შეადგენს. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 14 829-მდე გაიზარდა. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.

აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750.

4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი არის 521, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი; 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში; 12 384 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში 3 507 ადამიანი იმყოფება. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები