30 ოქტომბერი: კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 285-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 200 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 324-ს შეადგენს. უცხოეთიდან

სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები