კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა,
526 – იმერეთში, 503 – აჭარაში, ხოლო 177- შიდა ქართლში. ამის შესახებ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნის სხვა რეგიონებში „კოვიდ-19“-ის ახალი
შემთხვევების განაწილება შემდეგია: ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში
– 177, გურიაში – 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36,
მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და
ქვემო სვანეთში – 8.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22
ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში – რვა, აჭარაში – ექვსი,
იმერეთში – შვიდი, ხოლო ქვემო ქართლში ერთი ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით სულ 423 ადამიანი
გარდაიცვალა.
„ამ ეტაპზე ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 4 618 ადამიანი
მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2
279, აჭარაში – 734.
მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის,
თბილისში – 124, აჭარაში – 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში,
მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი
მკურნალობს ბინაზე“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები