11 ნოემბერი: კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 421 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 181 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, ხოლო 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 656 პირი, თვითიზოლაციაში კი 39 721 მოქალაქე.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები