კლინიკა ,,გორმედის“ ექთანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა
გორში კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

კლინიკა ,,გორმედის“ ექთანი კოვიდ-19-ით ხელმეორედ გასულ კვირას დაინფიცირდა.

30 წლის მარგო პავლიაშვილს კორონავირუსის დიაგნოზი პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში დაუდგინდა.

ორივე შემთხვევაში მისი დაინფიცირება ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან მოხდა, რომელსაც თავად უვლის ,,გორმედის“ კლინიკაში და უშუალოდ უწევს მათთან კონტაქტი.

მის შემთხვევაში პირველი ინფიცირების დროს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მას ახლა ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი, გემოს და ყნოსვის დაკარგვა აღენიშნება.

,,6 დღის წინ დამიდასტურდა ხელმეორედ კორონავირუსი.  პირველად აგვისტოს თვეში დავინფიცირდი, მაშინ სიმპტომები საერთოდ არ მქონდა, ახლა კი მაღალი ტემპერატურა მაქვს, სახსრები მტკივა, სუნთქვა გამიძნელდა, გემოს და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე. ,,გორმედში" მიწევს კოვიდ-19-ით ინფიცირებულების მოვლა, მაშინაც და ახლა პაციენტებისგან გადამედო ვირუსი,"- ისაუბრა Qartli.ge-თან ,,გორმედის" ექთანმა, მარგო პავლიაშვილმა.

მარგო პავლიაშვილი ამჟამად სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

იხ. ამავე თემაზე:
▶️ მედდა, რომელმაც COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები