ვიდეორეპორტაჟი
წითელუბნელი გიორგი შავაძის მთლიანი მოსავალი სუპერმარკეტებს მიაქვთ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში მცხოვრები გიორგი შავაძე სასათბურე მეურნეობას ყოველწლიურად აფართოებს.

ამერიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ორგანიზაცია ,,ნეოს" ხელშეწყობით, პროექტის განხორციელება, ოჯახთან ერთად, 2015 წლის აპრილიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატების წყალობით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული სხვა, ,,აწარმოე საქართველოს" პროგრამაში ჩაერთო.

თანამონაწილეობის პრინციპით დაწყებული საქმე იმ შედეგებამდე მივიდა, რომ მთლიანი მოსავალი კომერციული დაწესებულებების, სუპერმარკეტების წარმომადგენლებს მიაქვთ.

რამდენიმე დღის წინ, ამ სასათბურე მეურნეობის სანახავად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩავიდა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები