ქართლის სტუდია
დისკუსია ,,ქართლის სტუდიაში" - ევროპაში წამსვლელთა რაოდენობის ზრდის შესახებ
,,საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას," - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრუქტურები და წევრი სახელმწიფოები მეტ სიმკაცრეს ითხოვენ. როგორც ცნობილია, ევროპაში საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

რატომ დაიწყო ვიზალიბერაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბარი და როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება და ხელისუფლება საფრთხის თავიდან ასაცილებლად? ამ თემაზე ,,ქართლის სტუდიაში" ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სოსო გიორგაძე საუბრობს. გადაცემაში ნახავთ სიუჟეტს ასევე, თუ რას ფიქრობენ გორელები ვიზალიბერალიზასციის შესახებ და როგორ შეიცვალა სიტუაცია მისი მიღების შემდეგ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები