ქართლის სტუდია
,,ქართლის სტუდია" - აჭარლები ძამას ხეობაში
მდინარე ძამას ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციულ ერთელს ზღუდერი წარმოადგენს. მასში, ოფიციალურად 21 სოფელი შედის. ამათგან, დასახლებული, მხოლოდ, 12 სოფელია.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე სოფელს მთის სტატუსი მიენიჭა, ხეობაში უკან დაბრუნებული მოსახლეობის რაოდენობა ჯერ არ შეცვლილა. ქარელის მერიაში ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია მოსახლეობის გადინება შეჩერებულია.

,,ქართლის სტუდია" დაინტერესდა კონკრეტულად სოფელ გვერძინეთის მდგომარეობით. qartli.ge-ს ჟურნალისტები ეკომიგრანტების სოფელს ესტუმრა. აღმოჩნდა, რომ სოფლის საძოვრები ეპარქიის კუთვნილებაშია. სოფლის საქონელი კი, სოფლის ცენტრში არსებულ მოედანზე ძოვს.

გადაცემაში ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან ერთად ქარელის მერის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი და ზღუდერის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი მადონა სხირტლაძე საუბრობს. გადაცემაში ასევე ნახავთ რეპორტაჟს გვერძინეთიდან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები