ქართლის სტუდია
დეზინფორმაციები COVID 19-ის შესახებ - სტუმარი თამარ კინწურაშვილი


კორონავირუსთან დაკავშირებით დაკავშირებით, საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვან მასალების დიდი წილი პოლიტიკური შინაარსისაა, რომელსაც როგორც ღიად რუსული წყაროები, ასევე ქართულენოვანი მედიები ავრცელებენ.

ასეთია მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლების შეფასება.

მედიის განვითარების ფონდმა იმ გზავნილებს მოუყარა თავი, რომელსაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები Covid 19-თან დაკავშირებით, იყენებენ. ,,ქართლის სტუდიაში" ამ თემაზე გადაცემის სტუმარი, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი საუბრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მედიის განვითარების ფონდი მუშაობს ახალ პროექტზე, რომლის სახელწოდებაა ,,COVID-19-ზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა საოკუპაციო ხაზს მიღმა". პროექტის მიზანია COVID–19-ის შესახებ მედიით გავრცელებული დეზინფორმაციის წყაროებისა და გზავნილების იდენტიფიცირება და საზოგადოების მედეგობის ზრდა საოკუპაციო ხაზს მიღმა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის "მითების დეტექტორის" სამედიცინო დანართის შექმნა, რომელზეც ფაქტებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მომზადებული მასალები, მათ შორის სამედიცინო და სამეცნიერო ბლოგები განთავსდება.

მომზადებული მაალები რუსულ ენაზე ითარგმნება და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის IWPR-ის საკომუნიკაციო პლატფორმებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელდება. კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ტენდენცეიბზე მომზადდება საბოლოო ანგარიში, რომელიც პოლიტიკის განმსაზღვრელ აქტორებს სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები