ახალი ამბები
ატენისთვის გამოცხადებული გრანტი და სოფლის პერსპექტივები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, ძირითადად, მეწარმეებმა მიიღეს, რომლებსაც მეღვინეობის დარგში დახმარების სურვილი გამოთქვეს.

გრანტი ფერმერებსა და რეგისტრირებულ კოოპერატივებს შესთავაზეს. კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადა

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით.

პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, სურსათის წარმოების გაზრდის და სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების ხელშეწყობას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადებას და ადგილობრივთათვის გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაცნობას, რაც მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებას ითვალისწინებს

Print

სტატიის გამოყენების პირობები