ახალი ამბები
მზადება გორის სკოლებში პანდემიის პირობებში - ქართლის სტუდია


2020-2021 სასწავლო წლის დასაწყებად საქართველოს განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით სკოლებისათვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა. სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება თუმცა არ არის გამორიცხული დაინერგოს ე.წ. ჰიბრიდული მოდელიც, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის, როგორც საკლასო ოთახებში ასევე დისტანციურად წარმართვას.

განათლების სამინისტრო სკოლებს საშუალებას მისცემს მისი სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით სასწავლო პროცესი ინდივიდუალურად აწარმოოს.

როგორ ემზადებიან სკოლები და ვინ გააკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს? როგორ დაიცავენ მოსწავლეები ერთმეტრიან დისტანცის საკლასო ოთახებსა და დერეფნებში. სად განათავსებენ შესაძლო რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებს?

დღევანდელ გადაცემაში სტუმრად გორის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი იმყოფება, რომელიც იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რაც განათლების სამინისტროსგან ახლახანს მიიღო.


 


Print

სტატიის გამოყენების პირობები