ახალი ამბები
„31 ოქტომბერს შენ ირჩევ!'' - წესები და რეგულაციები საარჩევნო უბანზე კორონავირუსის პირობებში
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ა(ა)იპ "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "31 ოქტომბერს შენ ირჩევ!".

პროექტი ხორციელდება საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ის საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მიზანია 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ცოტა ხნის წინ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების, საარჩევნო ძალადობის წინააღმდეგ არსებული საკანონმდებლო ნორმებისა და ასევე, ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს, კორონავირუსისგან დასაცავად ცესკო-ს მიერ დაწესებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ.

პროექტის ფარგლებში გადაცემის სტუმარია ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი გორის მუნიციპლიტეტში თეა თედლიაშვილი. ის ისაუბრებს ამომრჩევლის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღეს გააჩნია. ასევე, იმის შესახებ, თუ ვის ირჩევს ამომრჩეველი, სად უნდა მისცეს ხმა; კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში როგორ იქნება დაცული მისი ჯანმრთელობა, რა რეგულაციები არსებობს საარჩევნო უბანზე.

გადაცემის მეორე ბლოკში კი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ მომზადებულ აუდიოვერსიას გაეცნობით, სადაც ორგანიზაციის იურისტი დავით ღონღაძე, საარჩევნო ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საკანონმდებლო ნორმების შესახებ, საუბრობს.. 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები