რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ბლოგი
ახალგაზრდული საბჭოს საინიციტივო ჯგუფის წევრები მერთან კონკრეტული წინადადებებით წარსდგნენ

 

ქალაქის შიდა სამარშუტო ტაქსების სამუშაო საათების გაზრდა სტალინისა და თეატრის პარკების WI-FI -ის ზონებითა და საზოგადოებრივი საპირფარეშოებით აღჭურვა. ეს გახლავთ ორი ძირითადი პრობლემა, რომელთა მოგვარებითაც, ახალგაზრდების აზრით, ქალაქი უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდება.

 

"ყოველთვის უფრო მეტს ვისმენ, ვიდრე ვლაპარაკობ" - ასე დაიწყო მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრა. მისი თქმით, ყოველთვის მოხარულია მოუსმინოს ახალგაზრდებს და გაეცნოს მათ მოსაზრებებს.

 

"თქვენ ხართ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ერთობლივი თანამშრომლობით აღმოვფხვრავთ ჩვენი ქალაქის პრობლემებს. მთავარია, ჩვენს თანამშრომლობას სისტემატური სახე მიეცეს" - განაცხადა მერმა.

 

საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თავისი პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოებას ბორჯომში მოქმედი საპირფარეშოების მოდელი გააცნო. ანალოგიური მოდელის განხორციელება მომავალში შესაძლებელია გორშიც.

 

ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა,რომ სამომავლოდ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთან დაკავშირებითაც იგი სტუდენტების აზრსა და შეხედულებებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით გორში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც გორის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნას უყრის საფუძველს და მის ჩამოსაყალიბებლად ემზადება. ათწევრიანი ჯგუფი სამოტივაციო ესეებით და გასაუბრებით შეიქმნა და  შემადგენლობაში არიან სტუდენტები: ლექსო კაპანაძე, დავით ყაზარაშვილი, ანა კლდიაშვილი, ანა სამხარაძე, გიორგი ოგანესიანი, ეკა ადუაშვილი, თეო გიორგაშვილი, შმაგი ბერუაშვილი და გიორგი ლომსაძე. პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის სტუდენტების შერჩევას და მომზადებას გულისხმობს. 


ვიდეობლოგი მომზადებულია გიორგი ოგანესიანის და თეონა გიორგაშვილის მიერ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად
განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

12:19 / 29.07.2019
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური
ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის
აბსტრაქტული.

ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.

13:35 / 28.05.2019
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ
არის, მოყვარეა ჩვენი თუ

,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","

11:55 / 13.05.2019
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე
იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
01:23 / 07.08.2017
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.