რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ბლოგი
ახალგაზრდების ინიციატივა ქალაქის პრობლემების შესახებ

 

                                                               ბლოგი მოამზადეს: ანა კლდიაშვილმა და ანი სამხარაძემ

 

საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო დამოუკიდებელი მუშაობა. ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა 26 დეკემბერს. შეხვედრაზე გადანაწილებულ იქნა შემდეგი სამუშაო:

 

  • სტალინისა და თეატრის პარკის ფართობის და სკამების რაოდენობის დადგენა.
  • მობილურ ოპერატორებთან დაკავშირება.
  • პაკეტის შერჩევაზე wi-fi  ზონებთან დაკავშირებით.
  • საზოგადოებრივი საპირფარეშოების მდგომარეობის აღწერა.
  • აბრის ღირებულების დადგენა.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
  • საზოგადოებრივი გამოკითხვა.                           

    

 ჩავატარეთ რამდენიმე დამოუკიდებელი შეხვედრა.

 

 


 ყოველ შეხვედრაზე ვაჯამებდით უკვე შესრულებულ სამუშაოს. 

 

 ინდივიდუალურად ჩატარდა მოქალაქეების გამოკითხვა ტრანსპორტთან დაკავშირებით. ჯგუფის თითო წევრმა გამოკითხა 20 მოქალაქე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს, ტრანსპორტი მოძრაობდეს საღამოს ცხრა საათამდე. დადგინდა, თუ ვის საკუთრებაშია ტრანსპორტი და ვინ გასცემს ლიცენზიას. 

 

იმისათვის, რომ დაგვედგინა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სასწავლებლამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, დავითვალეთ  იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც გორის რაიონში ცხოვრობენ.

 

დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში ასევე აღვწერეთ საპირფარეშოების მდგომარეობა, გადავამოწმეთ საპირფარეშოებში წყლისა და კანალიზაციის შესახებ ინფორმაცია, აღვწერეთ საპირფარეშოების ამჟამინდელი ვიზუალური მდგომარეობა. მუშაობის დროს შევხვდით კომპეტენტურ პირებს, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. გავარკვიეთ ,რომ თეატრთან არსებული საპირფარეშო  ამჟამად მერიის ბალანსზეა გადასული; შენობა საჭიროებს მხოლოდ გარემონტებას, გაწმენდით სამუშაოებს  და მომსახურე პერსონალს. კანალიზაცია, წყალი და ელექტროენერგია მიყვანილია ობიექტამდე.


   

საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, WI-FI ზონის არსებობა ყველაზე მეტად მიზანშეწონილია სტალინისა და თეატრის ბაღებში, სადაც მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ნაწილი ატარებს გარკვეულ დროს. დადგინდა პარკების ფართობი და ის შესაძლო თანხები, რომლებიც დაიხარჯება უფასო ინტერნეტული ზონის შექმნის შემთხვევაში. 

 

ჯგუფის წევრების ინიციატივით  შევხვდით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ  გიორგი  სოსიაშვილს, რომელმაც  გამოგვიყო საბჭოს შეხვედრებისათვის თავისუფალი სივრცე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს.

 

ფოტოებზე:

 

1. საინიციატივო ჯგუფის წევრები სამუშაო პროცესში

2. საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქალაქის მერთან

 

ბლოგი მოამზადეს: ანა კლდიაშვილმა და ანი სამხარაძემ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად
განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

12:19 / 29.07.2019
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური
ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის
აბსტრაქტული.

ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.

13:35 / 28.05.2019
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ
არის, მოყვარეა ჩვენი თუ

,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","

11:55 / 13.05.2019
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე
იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
01:23 / 07.08.2017
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.