რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ორი ,,ტონთიო" - ერთი დირექტორი

 

საქმე ეხება ასოციაცია ,,ტონთიოს" და მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრს ,,ტონთიოს". პირველი მათგანი წარმოადგენს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციას, იგივე ააიპს, მეორე კი - მუნიციპალურ ააიპ-ს (ესეც არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი).

 

2013 წელს მუნიციპალურ ,,ტონთიოს" ხელმძღვანელი მიხეილ ცერცვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2015 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე რაიონის ყოფილი გამგებელი ზაზა კოშაძე დანიშნეს. ამ ფაქტმა ,,ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია. კოშაძის დანიშვნის შემდეგ, პარტიაში აცხადებენ, რომ მიხეილ ცერცვაძის და მისი გუნდის წევრების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ხოლო ქალაქის მერია ,,ტონთიო"-ს აუქმებს. მიხეილ ცერცვაძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

 

ამჟამინდელი თავმჯდომარის ზაზა კოშაძის მოადგილე მიხეილ ცერცვაძის ძმაა. ზაზა კოშაძე გვეუბნება, რომ უმცროსი ცერცვაძე იგივე გზას აგრძელებს ორგანიზაციაში, რაც ,,ტონთიოს" ოფიციალურ მიზნებში და ამოცანებში წერია: - ალპინიზმის და სამთო ტურიზმის განვითარება. რაც შეეხება გათავისუფლებულ სხვა პირებს, წარმოდგენილი სივების მიხედვით, მუნიციპალური აიპისთვის მათი კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

 

ამ ვითარების ფონზე ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ ქალაქ გორის მერიამ ისტორიული ,,ტონთიო", რომლის წარმატება მიხეილ ცერცვაძეს და მის მამას  უკავშირდება, გააუქმა. ზაზა კოშაძე ამბობს, რომ მუნიციპალურ აიპიში ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი კვლავ მუშაობს, თანაც შესაბამისი მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, ასოციაცია ,,ტონთიო" კვლავაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მის დამფუძნებლებს შორის მიხეილ ცერცვაძე კვლავაც ფიგურირებს.

 

მიხეილ ცერცვაძე წუხს, რომ წლების განმავლობაში მის მიერ გაწეული შრომა არ დააფასეს. ჩვენს კითხვაზე, თუ რა როლი ჰქონდა ასოციაცია ,,ტონთიო" - ს მუნიციპალურ ,,ტონთიოსთან", მიხეილ ცერცვაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, სწორედ, ასოციაცია ,,ტონთიოსთან" ამყარებდნენ ურთიერთობას.

 

,,მუნიციპალური ტონთიოს წარმატება და წინსვლა, სწორედ, ასოციაცია ტონთიოს დამსახურებაა" - აცხადებს მიხეილ ცერცვაძე. როგორც შემდეგ გაირკვა, მიხეილ ცერცვაძესთვის ამ ეტაპზე ერთადერთ გადაუჭრელ პრობლემას ,,ტონთიო"-ების ქონების გამიჯვნის საკითხი წარმოადგენს.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი ,,ტონთიო" 1991 წელს  სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით და მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით დაფუძნდა. აღნიშნული  ,,ტონთიო" განთავსდა გორში, სადგურის დასახლებაში.  შენობა მაშინდელი გამგეობის და ამჟამინდელი მერიის საკუთრებაა. 1991 წლიდანვე ამ შენობაში განთავსდა ასოციაცია ,,ტონთიოც", რომელსაც ქალაქის მთავრობა ქირას არ ახდევინებდა.

 

მიხეილ ცერცვაძე ამბობს, რომ მართალია ქალაქის მთავრობა ქირას არ ახდევინებდა, სამაგიეროდ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი ,,ტონთიო" სარგებლობდა ასოციაცია ,,ტონთიოს" ავეჯით, სკამებით და სხვა ქონებით.

 

მიხეილ ცერცვაძის გათავისუფლების შემდეგ დღის წესრიგში, სწორედ, აღნიშნული ქონების გამიჯვნის საკითხი დადგა. დაიწყო აუდიტის შესწავლა, ხოლო შემოასვლების სამსახურმა ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო. ადგილობრივ მთავრობას ეჭვი აქვს, რომ ორი ,,ტონთიოს" არსებობის გამო, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემოსავლების აკუმულირებას ერთ ანგარიშზე; ან კიდევ მუნიციპალური ,,ტონთიოს"-თვის გადარიცხული თანხები იხარჯებოდა ასოციაცია ,,ტონთიოს" სახელით. ჩვენ როდესაც მიხეილ ცერცვაძეს ვესაუბრეთ, ის სწორედ შემოსავლების სამსახურიდან დაბრუნდა, სადაც დაახლოებით მსგავსი კითხვები დაუსვეს.

 

,,პირიქით, ჩემი კუთვნილი ორგანიზაციის სახელით სარგებლობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრი" - ამბობს მიხეილ ცერცვაძე. 

 

ამჟამად მიხეილ ცერცვაძე აპირებს, რომ აქტიური მუშაობა გააგრძელოს, მხოლოდ, ასოციაცია ,,ტონთიოს" სახელით. ამისთვის კი ის ინვენტარი ჭირდება, რომელიც მან მუნიციპალურ ,,ტონთიოს" შენობაში დატოვა. იმის გამო, რომ ქალაქ გორის მერიაში შექმნილი კომისია ქონების ინვენტარიზაციას დიდი ხანი ანდომებს, მიხეილ ცერცვაძე პროცესის დაჩქარებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება კი ითხოვს, რომ წარმოადგინოს მიხეილ ცერცვაძემ იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ მუნიციპალურ შენობაში განთავსებული ქონება (ავეჯი და სხვადასხვა ნივთები) ასოციაციის საკუთრებას წარმოადგენს.

 

,,ჩემი სახსრებით შეძენილ ქონებას იმიტომ არ მაძლევენ, რომ წარმოვადგენ ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის პოლიტიკური დევნა და ამიტომაც გამათავისუფლეს ტურიზმის ცენტრიდან" - ასკვნის მიხეილ ცერცვაძე.

 

ქალაქ გორის მერიაში თვლიან, რომ ახლადდანიშნულ დირექტორს ზაზა კოშაძეს სრულად ენდობიან და აცხადებენ, რომ მუნიციპალურ ტურიზმის ცენტრში ალპინიზმის მიმართულება არ ,,მოკვდება". ამის დასტურად ორგანიზაციაში მიხეილ ცერცვაძის ძმის მუშაობა მოჰყავთ.

 

რაც შეეხაბა მუნიციპალურ ააიპ ,,ტონთიოს" ყოფილი ხელმძღვანელის საქმიანობის შეფასებას, მერიაში 2014 წლის დეკემბერში სახელმწიფო აუდიტის მიერ შედგენილ დასკვნას გვახსენებენ, სადა წერია:

 

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტს, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ, კერძოდ, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, 1 მლნ 630 000 ლარი გამოეყო. აქედან ათვისებულია 1 მლნ 595 500 ლარი, ხოლო 34 500 სახელმწიფო ბიუჯეტში 2014 წელს დაბრუნდა."

 

,,მუნიციპალიტეტმა გამოყოფილი თანხით შეისყიდა 1 მლნ 535 500 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტები, კერძოდ, ფქვილი 30 302 ტომარა - თანხით 1 მლნ 149 700 ლარი; შაქარი - 154 000 ლარი კგ - თანხით 258 700 ლარი; მზესუმზირის ზეთი - 46 200 ბოთლი (950 მლ) - თანხით 127 100 ლარი; პროდუქტების ძირითადი რაოდენობის სოფლებში ტრანსპორტირებაზე გაწეულია 59 900 ლარის ხარჯი. ნაწილი პროდუქტებისა დასაწყობდა ააიპ ,,ტონთიოს" ტერიტორიაზე, საიდანაც სურსათი დახმარების სახით გაიცემოდა კონკრეტული განცხადებების საფუძველზე"

 

,,მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი სტიქიით დაზარალებულთა კატეგორიის განსაზღვრის, ოჯახზე გასაცემი სურსათის რაოდენობის, პროდუქტების გაცემის საბოლოო შედეგებისა და სხვა მონაცემების შესახებ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ზეპირი განმარტებით, პროდუქტების დარიგება ტერიტორიულ ერთეულებში შემდეგი პროპორციით ხორციელდებოდა: ოჯახზე - ერთი ტომარა ფქვილი, 5 კგ შაქარი, 1.5 ბოთლი ზეთი"

 

,,სურსათის გაცემის დამადასტურებლად მოწოდებული მოსახლეობის სიები ვერ იძლევა სრულ სურათს სურსათის გაცემის იდენტიფიცირების შესახებ. კერძოდ, სიები არ არის დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ, ნაწილი წარმოდგენილია ხელმოწერილი სახელობითი სიების სახით, მიზნობრიობის მითითებების გარეშე, ნაწილზე არ არის მითითებული პროდუქტის დასახელება, რაოდენობა და გაცემის თარიღი, ზეღდულეთის თემის სახელობითი სია წარმოდგენილია მიღების დამადასტურებელი ხელმოწერების გარეშე, პასუხისმგებელი პრის მიერ გაკეთებული აღვნიშნებით"

 

,,მიუხედავად მოთხოვნისა, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დააზუსტეს მონაცემები გაცემული პროდუქტის საერთო მოცულობის, სავარაუდოდ დარჩენილი და დასაწყობებული ნაწილის შესახებ. გაცემული სურსათის რაოდენობის დასადგენად აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ სახელობით სიებში დაითვალა და დააჯამა მიღების დამადასტურებელი ხელმოწერები და ,,ტონთიოში" მოსახლეობაზე პირადი განცხადებით გაცემული სურსათის მოცულობები, რასაც უცვლელად დაემატა სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის სიაში მითითებული ოჯახების რაოდენობა"

 

,,აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, სულ გაცემულია 29 643 ტომარა ფქვილი, 148 120 კგ შაქარი და 44 436 ბოთლი ზეთი. დარჩენილი ნაშთია: 659 ტომარა ფქვილი, 2811 კგ შაქარი და 802 ბოთლი ზეთი. დანაკლისი პროდუქტების ღირებულება შესყიდვის დროინდელი ფასებით დაახლოებით 30 ათას ლარს შეადგენს" (დასასრული)

 

აუდიტის დასკვნის ეს ნაწილი არ გასაჩივრებულია. მიხეილ ცერცვაძე თვლის, რომ ამ საკითხს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ჰყავდა და გამოძიებას შეუძლია ეს გაარკვიოს. რაც შეეხება ტურიზმის ცენტრის ახალ დირექტორთან ურთიერთობას, ინტერვიუს ჩაწერის დროს განაცხადა, რომ სამეფო ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაზეც სამართალდამცავ ორგანოებთან ახსნა-განმარტებების მიცემა დაჭირდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.