საქმე იმაშია, რომ მოსალოდნელი რეაბილიტაციის მიზნით სკოლა მერხებისგან, სკამებისგან, კარადებისგან და სხვა ინვენტარისგან ზაფხულში დაცალეს. მიუხედავად ამისა, შენობაში რემონტი ამ დრომდე არ მიმდინარეობს. სწავლა კი 14 სექტემბერს იწყება.
პედაგოგები სკოლაში 1 სექტემბერს უკვე გამოცხადდნენ. სკოლის დირექტორმა ჯუმბერ ტერუნაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვის გარეშე, შენობის შიდა სივრცის გადაღების უფლება Qartli.gE-ს არ მისცა.
,,შენობის რეაბილიტაციის საკითხი 10 სექტემბრამდე გადაწყდება" - გვითხრა დირექტორის მოადგილემ.
ზერტის საჯარო სკოლაში, მეზობელ სოფლებში მოსწავლეების გადანაწილების თაობაზე, უკვე ფიქრობს. ამ ეტაპზე საუბარია მეზობელი სოფლის სკოლის მეჯვრისხევის ბაზის გამოყენებაზე.
ზერტის საჯარო სკოლაში ოფიციალურად 326 მოსწავლე ირიცხება, ხოლო მეჯვრისხევში, სადაც ორი სკოლაა - ერთში 344 მოსწავლე, მეორეში - 112.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
სტატიის გამოყენების პირობები