რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მაჟორიტარები რომლებმაც არჩევნები მოიგეს

შედეგები ასეთია: ქალაქი გორის მაჟორიტარები

1.ჭალა-სადგური, წყაროს უბანი
დავით რაზმაძე ,,ქართული ოცნება” – 958

ანდრია აზბარიანი ,,ქართული პარტია”) – 522
2. ცენტრი
ვანო ჩხიკვაძე (,,ქართული ოცნება”) – 929
ილია მეტრეველი (,,ქართული პარტია”) – 526
3. ვერხვები-კვერნაკი
თამარ თედლიაშვილი – (,,ქართული ოცნება”) 1121
შოთა გორგიაშვილი (,,ქართული პარტია”) – 838
4. წმინდაწყალი
მერაბ მაისურაძე (,,ქართული ოცნება) – 518
მაია გიგუაშვილი (,,ქართული პარტია”) 504
5. კომბინატი
გრიგოლ კაპანაძე (,,ქართული ოცნება) – 633
გიორგი ამბოკაძე (,,ქართული პარტია”) 852

გორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარები

1. ატენი
სოსო ვანიშვილი (,,ქართული ოცნება”) 438
კახი შავდათუაშვილი (დამოუკიდებელი) – 325
მირზა მიხანაშვილი (,,ქართული პარტია”) – 180

2.ახალუბანი
ილია მიღრიჯანაშვილი (ქართული ოცნება) 392
იმედა საბაშვილი (ქართული პარტია) 368

3. ბერბუკი
თამაზ ტერმაკოზაშვილი (ქართული ოცნება) – 586
ვეფხია მერებაშვილი (ქართული პარტია) – 387

4. ბოშური
მურად თოფჩიშვილი (დამოუკიდებელი) – 84
დავით თინიკაშვილი (ქართული ოცნება) – 71

5. დიცი
ციცინო სოსიაშვილი (დამოუკიდებელი) – 267
გოჩა მინდიაშვილი (ქართული პარტია) – 262

6.ვარიანი
ზვიად დავითიძე (ქართული ოცნება) – 666
მიხეილ გოგებაშვილი (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია) – 597
არჩილ ტარუაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 521

7. ზეღდულეთი
კობა ბერიანიძე (ქართული ოცნება) – 655
როინ ზაუტაშვილი (დამოუკიდებელი) – 385
მუხრან აბრამიძე ,,ქართული პარტია”) 164

8.კარალეთი
ვანო არჩუაძე – ,,ქართული ოცნება” – 767
რევაზ ჩუხრუკიძე – ,,ქართული პარტია” – 499
ჰამლეტ პეტუაშვილი (დამოუკიდებელი) – 409

9. მერეთი
ზაქარია გორგიშელი – ,,ქართული ოცნება” – 499
მერაბ მახარაშვილი (ქართული პარტია) – 507

10. მეჯვრისხევი
ალ. ბუჯიაშვილი ,,ქართული ოცნება” – 709
ტარიელ გურგენიძე (დამოუკიდებელი) – 477

11. ნიქოზი
მერაბ მელანაშვილი (ქართული ოცნება) – 381
ვალერი გიჰკაშვილი (ქართული პარტია) – 355

12. სკრა
ბეჟან ოქროშიაშვილი (ქართული ოცნება) – 537
თევდორე ხოსრუაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 262

13. ტინისხიდი
მარლენ ნადირაძე (ქართული ოცნება) – 507
ბესიკ ანიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 299

14. ტირძნისი
გელა სამადაშვილი (ქართული ოცნება) – 523
ჯაბა იმერლიშვილი (ქართული პარტია) – 605

15. ტყვიავი
თეიმურაზ გიგუაშვილი (ქართული ოცნება) – 1099
მამუკა ხახუტაშვილი (ქართული პარტია) – 527

16. ქვახვრელი
ნიაზ ნიაზაშვილი (ქართული ოცნება) – 445
გელა ავანაშვილი (ქართული პარტია) – 421

17. შავშვები
ზურაბ კუდუხაშვილი (ქართული ოცნება) – 446
გიორგი ცეცხლაძე (ნაც. მოძრაობა) – 298

18. შინდისი
ზურაბ ყაჯრიშვილი (ქართული ოცნება) – 642
გიორგი გაბროშვილი (ქართული პარტია) 588

19. ძევერა
მევლუდ პურიჭამიაშვილი (დამოუკიდებელი) – 517
ზურაბ თომაშვილი (ქართული პარტია) – 186

20/ ხიდისთავი
ლიანა კოვზიაშვილი (,,ქართული ოცნება”) – 602
გიორგი დედაბრიშვილი (ქართული პარტია) – 501

ქალაქ გორში მმართველი გუნდის სახელით გამოსულ მაჟორიტარებს ჯამში 3 799 მხარდამჭერმა გამოუცხადა ნდობა, ხოლო მომდევნო ძალის ,,ქართულ პარტიის” სახელით გამოსულ მაჟორიტარებს კი – 3 242-მა ამომრჩეველმა. შემდეგ მოდის ,,ნაციონალები” და ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”. თეორიულად, ამ ბოლო ორი პარტიის სახელით წარდგენილმა მაჟორიტარებმა, არჩევნების მეორე ტურში, ,,ქართული პარტიის” სასარგებლოდ მხარდამჭერების მობილიზება არ უნდა მოახდინონ, წარსული ურთიერთობების გათვალისწინებით. შესაბამისად, მმართველ ძალას შესაშფოთებელი არაფერი აქვს. თუკი ,,ქართული პარტიის” საარჩევნო მუხტი, პირველ ტურში, შესაშურად მაღალი იყო, სამაგიეროდ ,,ქართული ოცნების” კამპანია თავისი მუხტით ვერ დაიკვეხნიდა. ამ უკანასკნელთა მუხტი მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც ნახეს, რომ ქალაქის რამდენიმე უბანზე, პირველ ტურში, არჩევნები წააგეს.

ოქრუაშვილის ,,ქართული პარტია” ელვისებური დარტყმის ეფექტით მოქმედებდა და პირველივე ტურში გამარჯვების იმედი ჰქონდა, თუნდაც 50%-ის ფარგლებში. საარჩევნო კამპანია, მხოლოდ, ტელეკომპანია ,,იმედის” იმედად წარმართეს. ,,ქართული პარტიის” წარდგენილი, მერის და გამგებლის კანდიდატები ადგილობრივი ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩნდებოდნენ. გათვლა, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე გააკეთეს. არც ერთი შეხვედრა და კამპანია ე.წ. ელიტურ საზოგადოებებთან (მწერლები, ლექტორები, პედაგოგები, ხელოვანები) არ უწარმოებიათ. დადიოდნენ უბან-უბან, უმუშევარ და სოციალურად დაუცველ ადამიანებთან; იქ, სადაც წარსულიდან უხერხულ კითხვას არ დაუსვამდნენ. ან თუ დაუსვამდნენ, მედია ვერ დააფიქსირებდა (ასეთი შემთხვევა ტინისხიდში და ქალაქის ერთ-ერთ უბანში იყო). ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი, პლაკატებით, მთლიანად დაიკავეს.

ამიტომაც, ოქრუაშვილის ,,ქართულმა პარტიამ” და მისმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ყველაზე შთამბეჭდავ გამარჯვებას კომბინატის (ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ რაიონად ცნობილ, თუმცა რაოდენობრივად არც თუ მცირერიცხოვან) დასახლებაში მიაღწია. წმინდაწყლის დასახლებაში კი, სადაც ასევე დიდი ადგილი ბარაკული ტიპის დასახლებებს უჭირავს, ოქრუაშვილის მაჟორიტარმა კანდიდატმა სულ 14 ხმით წააგო.

პირველ ტურში ,,ქართულ ოცნებაში” შედეგები რომ გაანაზილეს, იმითაც გამოჩნდა, რომ ქალაქის მაშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება გაჩაღდა. ის რაც არჩევნების გამოცხადებამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა გაეკეთებინა, მისი გაკეთება მეორე ტურის წინ დაიწყეს. გორის ქუჩების ორმოულების ამოვსება, გაზონების და სკვერების მოწესრიგება (მაგალითად, ცენტრში გურამიშვილის ქუჩაზე, კომბინატში შინდისის გზატკეცილზე. სხვადასხვა კორპუსების ეზოებში მიწის მთხრელები და დაზიანებული ჭების შემკეთებლები გამოჩდნენ და ა.შ.) ეს ის სამუშაოებია, რომელსაც მმართველ გუნდს ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა გახსენებოდა. გაზაფხულზე კი, კოალიცია ,,ქართული ოცნების” გუნდი შიდა ინტრიგებით იყო დაკავებული, ხოლო გავლენის სფეროების გადანაწილება ჯერ არ ჰქონდათ დამთავრებული.

2014 წლის გაზაფხული ისე იწურებოდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, მკაცრი ზამთრის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის მოწესრიგებას არავინ ჩქარობდა. აპრილი ისე დადგა, ტენდერიც კი არ იყო გამოცხადებული. ცენტრალურ სავალ ნაწილზე, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავ ათასობით მანქანის მძღოლს ერთი სათქმელი ჰქონდა: ,,არაფრის გამკეთებლები ხართო”. როცა ფოტოები, ვიდეოები და სტატიები გაჩნდა, ასფალტის დამგები მანქანები დედაქალაქიდან მიახმარეს, ცენტრალურ ნაწილში სამუშაოებს 3-4 დღეში მორჩნენ. ,,დუნედ მუშაობა” – ეს იყო ტენდენცია, ხოლო ამ ტენდენციის გამომჟღავნებით ვინ ვის უჩალიჩებდა გორის ხელისუფლებაში, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეებს საერთოდ არ აინტერესებდათ.

არჩევნებზე კი, ორ მხარეს იდგა ორი ძალა. ერთი, რომელიც ,,დუნედ მუშაობდა” ქალაქის კეთილმოწყობისთვის, ხოლო მეორე მხარეს გუნდი, რომელსაც ბევრი ცოდვა ჰქონდა აკიდებული, თუმცა სოციალურად დაბალ ფენას ესაუბრებოდა და ღარიბ საზოგადოებას დანამატებს და სარგებლებს ჰპირდებოდა. ამიტომაც, ამ კამპანიის ეფექტი პირველ ტურში შესანიშნავად აისახა. სოციალურად დაუცველმა ფენამ იმ ძალას დაუჭირა მხარი, რომლისგანაც ფულად დანამატებს და სარგებლებს ელოდა. რა თქმა უნდა, მხარს იმ ძალას არ დაუჭერდნენ, რომლებიც პრემიების აღებით იყვნენ განთქმულნი. სოციალურად გაჭირვებულ ფენას არ აინტერესებს რას აკეთებდა 6 წლის წინ ოქრუაშვილი; მას უფრო მეტად ახსოვს, რას აკეთებდა 6 თვის წინ ,,ქართული ოცნება”, როდესაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დანამატი მიიღო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ამის თქმის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ ნებისმიერ შეხვედრის დროს, ,,ქართული პარტიის” წარმომადგენლებს ,,პრემიებზე გულგასიებული” მოქალაქეები ხვდებოდნენ.

ქონების წართმევა, ბიზნესის დატერორება, წილების გადაფორმება, მედიის დევნა, სისხლიანი სცენები… სოციალურად დაუცველებისთვის ნაკლებად მომგებიანი თემაა, იმიტომ, რომ მათ არც ქონება გააჩნიათ, არც ბიზნესი და არც ფული, რომ გაზეთი შეიძინონ ან ინტერნეტი შეიყვანონ სახლში. ამიტომ, ხელისუფლების სათავეში ოქრუაშვილის გუნდის მოსვლა მათთვის ნაკლებად სახიფათოა, რადგან წასართმევი არაფერი აქვთ და ამით ვერც ვერავინ შეაშინებდათ. მმართველ ძალას კი იმის იმედი ჰქონდა, რომ ხალხს ,,გრძელი მეხსიერება” აქვს და შავ-ბნელი პერიოდის (204-2007 წწ) ქრონიკები კარგად ემახსოვრებოდათ.

,,ქართულმა პარტიამ” უბნებზე ისეთი კანდიდატების მოძებნა დაიწყო, რომლებსაც მასების მიბაძვა შეეძლოთ. რამდენიმე კანდიდატი, რომელიც ,,დამოუკიდებელის სახელით” გადიოდა არჩევნებზე, ოქრუაშვილის პარტიამ გადაიბირა. მთლად, ილუზია იქნება იმის თქმა, რომ გარკვეულ ადგილებზე, განსაკუთრებით, სოფლებში ,,ქართულ პარტიას” ოქრუაშვილის ხათრით მისცეს ხმა. პირიქით, ხშირ შემთხვევაში მაჟორიტარი კანდიდატის ხასიათზე და ავტორიტეტზე იყო დამოკიდებული იმ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება, რომლის სახელითაც ისინი გამოდიოდნენ.

მაგალითად, სოფელ ვარიანში გაიმარჯვა მიხეილ გოგებაშვილმა, რომელიც ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” წევრია. იქაურმა ამომრჩეველმა იმის გამო, რომ მიხეილ გოგებაშვილი ერთიანი ოპოზიციის წევრია, პროპორციული სიით ხმა ასევე ამავე პარტიას მისცა. თუმცა, საქაშეთიდან და ახალდაბიდან წამოსულმა ,,ქართული ოცნების” ხმებმა გოგებაშვილის შედეგები ოდნავ დაფარა.

თუ იმასაც დავინახავთ, რომ ,,ქართული პარტიის” მაჟორიტარი კანდიდატები მასობრივად დამარცხდნენ უბნებზე, განსაკუთრებით, სოფლებში, სწრაფი ეფექტი აშკარად შენელებულია. პირველმა ტურმა ერთი რამ კარგი გააკეთა. 109 517 ამომრჩევლიან ქალაქსა და რაიონში სხვადასხვა ,,მასების” მაქსიმალური რაოდენობა დაგვანახა. ,,ნაციონალების” და ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” დამარცხებული კანდიდატების მხარდამჭერების ხმების მიმართულების შეცვლა, მხოლოდ, იმაზე იქნება დამოკიდებული, გაიყიდებიან თუ არა მათი ლიდერები ,,ქართული პარტიის” სასარგებლოდ. თეორიულად, ისინი ან სახლში უნდა დარჩნენ მეორე ტურში, ან თუ წავლენ, ,,ქართული პარტია” არ უნდა შემოხაზონ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.