ორშაბათს, 28 ივლისს, 2 საათზე სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG” ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას ახლადარჩეული მერებისა და გამგებლებისათვის.
ღონისძიებას გახსნის თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია, ასევე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰაიკენი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და PMCG-ს გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ახლადარჩეული 8 მერი და 13 გამგებელი.
ღონისძიებაზე მერები და გამგებლები განიხილავენ მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებს და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მნიშვნელოვან ასპექტებს.
შეხვედრა ტარდება პროექტ „ტრეინინგ-კურსები და სახელმძღვანელოების შემუშავება 14 ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის მხარდაჭერით.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით
პირველად ისტორიაში
სტატიის გამოყენების პირობები