რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,თვითნებურად" გაზრდილი ხელფასი სკოლის დირექტორს

 

საქმე იმაშია, რომ 2009 წლის 23 აპრილს, ზერტის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭო შეიკრიბა. შედგა სხდომის ოქმი დირექტორის მზევინარ ცარიელაშვილის ხელფასის 1000 (ათას) ლარამდე გაზრდის თაობაზე. ოქმის მიხედვით, სხდომას სამეურვეო საბჭოს 9 წევრი (12 წევრიდან) ესწრებოდა.

 

აღნიშნული ოქმის თანახმად, სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება: ,,გაიზარდოს სკოლის დირექტორის ხელფასი 2009 წლის პირველი მაისიდან და განისაზღვროს 1000 ლარით. ეთხოვოს სკოლის დირექტორს, მისი ხელფასის ზრდასთან ერთად, გაიზარდოს მასწავლებელთა საპრემიო ფონდი".

 

სამეურვეო საბჭოს ოქმის გაყალბების შესახებ საჩივარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 5 წლის შემდეგ 2014 წლის ივნისში შევიდა. სამინისტროს შიდა აუდიტმა გამოკითხვა სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის დაუყოვნებლივ განახორციელა.

 

გამოკითხვის ოქმების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს იმ დროინდელმა თავმჯდომარემ თამაზ მიჩიტაშვილმა განაცხადა, რომ 2009 წლის 23 აპრილის სხდომას იგი დირექტორის ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით ესწრებოდა: ,,ერთხმად იქნა შეთანხმება მიღწეული, რომ დირექტორის ხელფასის გაზრდა მოხდებოდა პედაგოგთა საპრემიო თანხების მომატების პირობით" - განაცხადა მიჩიტაშვილმა.

 

სამეურვეო საბჭოს წევრის, ემირ ტერუნაშვილის განმარტებით, იგი დაეთანხმა დირექტორის ხელფასის გაზრდას პედაგოგთა ანაზღაურების მატების პირობით. მისივე განმარტებით, სხდომაზე არ ჩატარებულა კენჭისყრა და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 

ლუბა დიდებელის განმარტებით, იგი დაეთანხმა საერთო აზრს პედაგოგთა საპრემიო ფონდის გაზრდის პირობით დირექტორის ხელფასის მომატების თაობაზე. ,,ამის თაობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ და დირექციის მხრიდან პირობა შესრულდა" - განმარტა ლუბა დიდებელმა.

 

ლერი მაზნიაშვილის განმარტებით, ადგილი ჰქონდა სამეურვეო საბჭოს წევრთა შეკრებას, სადაც მან გამოთქვა თანხმობა დირექტორის ხელფასის გაზრდაზე კონკრეტული პირობით (პედაგოგების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების გაზრდა), მაგრამ მათ მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 

დავით მირაზანაშვილის განმარტებით, მან გამოთქვა თანხმობა დირექტორის ხელფასის გაზრდაზე პედაგოგთა ანაზღაურების პირობით. მისი განმარტებით, შეთანხმებას (აღნიშნული პირობით), სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, მიაღწიეს.

 

ხვიჩა ცარიელაშვილის განმარტებით, იგი დირექტორის ხელფასის გაზრდას კონკრეტული პირობით (სკოლის თანამშრომელთა ხელფასის მომატება) დაეთანხმა. ,,ამის შემდეგ დავტოვე სხდომა, შესაბამისად, კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილება არ მიმიღია" - განმარტა ხვიჩა ცარიელაშვილმა.

 

ხათუნა ტერუნაშვილის განმარტებით, მას არ ახსოვს ესწრებოდა თუ არა სხდომას და, შესაბამისად, არ ფლობს დირექტორის ხელფასის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, რაიმე ინფორმაციას.

 

ნონა გრიგალაშვილის თქმით, იგი არ ესწრებოდა 2009 წლის 23 აპრილის სამეურვეო საბჭოს სხდომას, რის გამოც, ვერ დაადასტურებს მასთან დაკავშირებით, რაიმე ინფორმაციას.  ნონა გრიგალაშვილი სხდომის ოქმში დაფიქსირებულია.

 

სკოლის დირექტორის მზევინარ ცარიელაშვილის განმარტებით, 2009 წლის აპრილში, სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმს ადგენდა მდივანი. მდივანი, ამჟამად, გარდაცვლილია. ,,ჩატარდა სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება 1000 ლარამდე ხელფასის გაზრდის თაობაზე.  სკოლის თანამშრომელთა საპრემიო ფონდის გაზრდის საკითხი, სამეურვეო საბჭოს მიერ, თხოვნის სახით იყო წარმოდგენილი და არა რაიმე პირობით" - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დაადგინეს, რომ 2009 წლის სხდომის ოქმის ნამდვილობა არ დასტურდება.

 

სკოლის დირექციამ შიდა აუდიტს სახელფასო უწყისები და ცნობები მიაწოდა. 

 

გაირკვა ისიც, რომ 2009 წლის მაისიდან სკოლის დირექტორი 1000 ლარიან ხელფასს ისე იღებდა, რომ საშტატო განრიგში ცვლილება არ შეუტანია. საშტატო განრიგში ცვლილება, მხოლოდ, 5 თვის შემდეგ, 2009 წლის 16 ოქტომბერს დამტკიცდა. სკოლის დირექტორმა ამის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

 

მართალია, მზევინარ ცარიელაშვილმა საშტატო განრიგში ცვლილება 5 თვის დაგვიანებით, 2009 წლის ოქტომბერში შეიტანა, მაგრამ ეს ცვლილება განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის მიხედვით სკოლის დირექტორი ვალდებული იყო ახალი საშტატო განრიგის  და მასში ცვლილელების განხოციელების თაობაზე შეთანხმების წერილი განათლების სამინისტროსთან გაეკეთებინა.

 

შიდა აუდიტის სამსახურმა მოიძია სკოლის დირექტორის მიერ განათლების სამინისტროში წარდგენილი წერილები, აღმოჩნდა, რომ განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორს ახალი საშტატო განრიგი არ დაუმტკიცა.  მზევინარ ცარიელაშვილი აცხადებს, რომ საშტატო განრიგში ცვლილება და 1000 ლარიანი ხელფასის დაწესება სამინისტროსგან, მხოლოდ, ზეპირი თანხმობით ჰქონდა.

 

პ.ს. დოკუმენტები ვინც მოგვაწოდა, მასალების პროკურატურისთვის გადაცემას აპირებს. არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ზემოაღნიშნულში, ამას, რა საკვირველია, პროკურატურა გადაწყვეტს. შიდა აუდიტის სამსახური კი დარღვევას ადასტურებს.

 

,,რასთან აკავშირებით მოგაწოდეს....თქვენ მოითხოვეთ?" - გვკითხა მზევინარ ცარიელაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.