რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,კასპიდან გორამდე გზა 15 კმ-ით შემცირდება"

 

თანხების ამ ,,ზედმეტობამ" სხვა რაიონების გამგებლების ირონია გამოიწვია. განსაკუთრებით, - ქარელის გამგებლის. შეხვედრის დაწყებამდე გამგებლები ხუმრობდნენ კიდეც ერთმანეთში - ,,მაგ 130 %-ს დაგითვლიან და 30%-ზე ჩამოგიყვანენო". გოჩა გოჩიტაშვილს იმედი აქვს, რომ ტენდერებში ეკონომია დარჩება და დარჩენილი თანხით ,,ზედმეტ" პროექტებს განახორციელებს.

 

ერთი სიტყვით, კასპის გამგებლისთვის პრიორიტეტია საკანალიზაიციო სისტემა კასპში, ასევე ნიგოზა-ჩობალაურის სასმელი წყლის პროექტი. ამ ეტაპზე ამ სოფლებში წყალს კვლავ ცისტერნებით ეზიდებიან: ,,ვიდრე ამ პროექტს არ განახორციელებ, მანამდე მოგიწევს ზიდვა" - უთხრეს გოჩა გოჩიტაშვილს.

 

კასპის გამგებელმა პრიორიტეტების ნუსხაში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე სოფლების საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტები შეიტანა. მართალია, 2014 წელს გარკვეული სამუშაოები ჩატარდა ამ ზონების მიხედვით, თუმცა სველი წერტილები ბევრ ადგილზე გასარემონტებელი დარჩათ. მომავალ 2015 წელს კი დარჩენილი ობიექტებიც დასრულდებაო.

 

პროექტების ჩამონათვალში მდინარე თეძამზე სამი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მოხვდა.. ამ ხიდის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სიუჟეტიც კი აქვს მომზადებული. ხიდის პრობლემა თვით კასპშიც აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ ერთ მანქანას შეუძლია გავლა. აპირებენ ამ ხიდის გაფართოებას.

 

რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით კასპის მუნიციპალიტეტი თელიანი-სასირეთის გზის მოასფალტებასაც გეგმავს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სარაინოთაშორისო გზის პარალელურად მდებარეობს. ,,ეს გზა თუ გაკეთდა, ჩათვალეთ, რომ გორი-კასპის შემოვლითი გზა 15 კმ-ით შემცირდება" - ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.

 

 შეგახსენებთ, რომ ქართლის გუბერნატორის თავმჯდომარეობით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა ის პროექტები წარადგინეს, რომლის დაფინანსებას რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით ცდილობენ. შემაჯამებელ სხდომაზე ყველაზე მაღალ ,,რეიტინგული" საკითხები განიხილეს. სარეიტინგო ქულები საერთაშორისო ორგანიზაცია ,,GIZ"-ის სტანდარტებით შედგა. რეგიონალური განვითარების ფონდი თითო რაიონში იმ პროექტს დააფინანსებს, რომლის რეიტინგი 100 ბალიან სისტემაში ყველაზე მაღალი იქნება.

 

სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ესწრებოდა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლებს პროექტები წერილობით უნდა წარედგინათ. დოკუმენტებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პრობლემების, სამუშაოების განხორციელების გზების და მოსალოდნელი შედეგების აღწერა დეტალურად ევალებოდათ.

 

წარდგენილ პროექტებზე კი, იქ მითითებული მონაცემების მიხედვით, ფონდის წარმომადგენლებს ქულების მინიჭება ევალებათ. შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებით, ეს ის პრობლემებია, რომლის გადაჭრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტით ვერ შეძლებს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.