რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აშშ-ს მთავრობის დახმარება დევნილთა კოტეჯებში

 

დევნილთა კოტეჯურ დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები, დღეს - სოფელ შავშვებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ერთად დაათვალიერეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი ესწრებოდნენ.


პროექტის ფარგლებში დევნილთა 5 კოტეჯურ დასახლებაში - სკრაში, ახალსოფელში, თელიანში, წილკანსა და ფრეზეთში - სანიაღვრე სისტემები გაიწმინდა და სადრენაჟე არხები მოეწყო. 9 კოტეჯურ დასახლებაში - ბერბუკში, ხურვალეთში, სკრაში, შავშვებში, კარალეთში, ახალსოფელში, მოხისში, მეტეხსა და წიკლანში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგურები და მოხდა არსებული სატუმბის რეაბილიტაცია. 5 კოტეჯურ დასახლებაში - თელიანში, ახალსოფელში, მოხისში, ხურვალეთსა და სკრაში მოხდა გაზიფიცირება, კერძოდ, გაიმართა მაგისტრალური და შიდა გაზსადენი ქსელები.

 

გარდა ამისა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისთვის 551 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა. მელიორაციის კომპანიას გადაეცა: ექსკავატორი, ორი ტრაქტორი, ორი პიკაპის ტიპის ავტომობილი და ორი ყველგანმავალი .

 

სოფელ ფრეზეთში 300 კოტეჯში აშენდა საპირფარეშო და აბაზანა, ასევე მოეწყო კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, სოფლებში- შავშვებში, ახალსოფლსა და თელიანში - ჯამში, 331 კოტეჯში აშენდა საპირფარეშო და აბაზანა, მოეწყო გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი.


სოფლებში - მოხისსა და წილკანში მდებარე 458 კოტეჯში ასევე აშენდა აბაზანა და საპირფარეშო , მოეწყო კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, მოწყო გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი. ასევე სოფლებში: ბერბუკში, მეტეხში, სკრასა და ხურვალეთშიც 394 კოტეჯში განხორციელდა ინდივიდუალური წყალმომარაგება, მოეწყო ცხიმდამჭერები სამზარეულოდან გამოსავალი წყლისთვის, ასევე გაკეთდა გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადსხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.