რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვიდეორეპორტაჟი
,,ეს მთავრობა ჩვენს მხრებზე დგას და წყალი გვინდა" - რეპორტაჟი აზერბაიჯანულ სოფელ ხიდისყურიდან

 

,,თქვენ რომ იყავით იქ ჩემამდე, ხმამაღლა არ საუბრობდნენ? მეც მომიწია ხმამაღალი საუბარი. ეს ხდება არა მარტო მაგ სოფელში, არამედ ყველგან. ეს იმიტომ, რომ ჩემი ნათქვამი ყველამ გაიგოს. თუ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა ჩემი ხმამაღალი საუბარით, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ საქმე სხვანაირად არ კეთდება" - გვითხრა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გია ტვილდიანმა, რომელსაც სოფელში ვიზიტის შემდეგ ინტერვიუ ვთხოვეთ.

 

ხიდისყური კლდოვან ფერდობზეა გაშენებული და იქ, თურქების დახმარებით გაჭრილმა ორმა, 40 მეტრიან ჭაბურღილმაც ვერ იმუშავა. მცხეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიწოდებულ სასმელ წყალს კი გაჭირვებით იღებენ.

 

,,ჩემი მოხუცებული მამა სულ მთხოვს ჩაი დამალევინეო. გეცოდინება, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩაი და ხანდახან ყოველ ნახევარ საათში მთხოვს მამაჩემი. მოხუცს ხომ ვერ ავუხსნი, რომ წყალი არ გვაქვს და ვერ დაგალევინებ მეთქი" - მეუბნება პირად საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად, იმ ადგილის დასათვალიერებლად გამომყვა, საიდანაც ხიდისყურელები მდინარე ქსნის წყალს მოტორებით ქაჩავენ ნაკვეთებში და ეზოებში.

 

სოფლის გამგებელი ამბობს, რომ ხიდისყურელები სასმელ წყალს სარწყავად რომ არ იყენებდნენ, ონკანის წყალი სრულიად საკმარისი იქნება დასალევად. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ენერგოკომპანია, რომ არ ზღუდავდეს ქსანზე მოტორების დაყენებას, სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარებული მეტ-ნაკლებად იქნება. ისინი მზად არიან გახარჯული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადონ.

 

,,თითო მოტორს ჭირდება სამფაზიანი ხაზი, რომლის დაყენება 4000-5000 ლარი ღირს. ერთი მოტორით აქაჩული წყალი 7-10 ოჯახს ყოფნის. მონტაჟის საფასურის გადახდა გვიჭირს." - ამბობს ხიდისყურელი თემურ ყურბანოვი. მისი და სხვების სურვილია, რომ სამი ფაზის მიყვანისთვის დაწესებულმა ფასმა დაიკლოს. არა და, სარწყავ არხზე ხიდისყურელებს სხვა გამოსავალი არა აქვთ.

 

,,სოფელი ხიდისყური კომუნისტების დროს ირწყვებოდა ახმაჯის არხით, რომელიც კონფლიქტური რეგიონიდან მოედინება და გადის ლამისყანას, თეზს, ოკამს, აღანიანს..." - გვიხსნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. ,,აღაიანის შემდეგ ხიდისყურამდე დიდი დიამეტრის მილებით იქაჩებოდა სარწყავი წყალი. დღეს ეს მილები მოპარულია და, შესაბამისად, მიმდინარე წელს რეაბილიტირებული ახმაჯის არხიდან ვეღარ სარგებლობენ" - აცხადებს სოფლის გამგებელი გია ტვილდიანი.

 

ახმაჯის არხის ბოლო წერტილი ამჟამად აღაიანია. სოფლის გამგებელიც გვიდასტურებს, რომ უახლოეს ხანებში და, მათ შორის, მომავალ წელს, შეუძლებელი იქნება ძველი მასშტაბური პროექტის აღდგენა, ანუ აღაიანიდან ხიდისყურამდე სარწყავი წყლის გადაქაჩვა.

 

,,ერთადერთი გზა, კვლავ, გვრჩება მდინარე ქსნის ნაპირიდან წყლის აქაჩვა. ამაში კი ენერგოპროს მიერ მონტაჟისთვის დაწესებული კოლოსალური ტარიფი გვიშლის ხელს." - აცხადებენ ადგილობრივები.

 

სოფელ ხიდისყურში 2014 წლის პირველ ნახევარში ახალი ასფალტია დაგებული. ავტობანამდე ახალი გზა საქადაგიანოსაც გადის. მოსახლეობა ამ ყურადღებით კი კმაყოფილები არიან. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ახსენებენ, რომ არჩევნების დროს ამ სოფლებიდან ხმების დიდი რაოდენობა, 93% მიაქვთ. - ,,ეს მთავრობა ჩვენს მხრებზე დგას, 93% მიაქვთ და წყალი გამოგვიგზავნონ" - დაგვაბარეს შემონათვალი.


იხ. ვიდეორეპორტაჟი

 

 

ფოტოები:

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ცხინვალის კორპუსები ლაბორატორიის ფანჯრიდან კარგად ჩანს. ხშირად ვხუმრობთ,
10:09 / 17.01.2021
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში
კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
20:24 / 15.01.2021
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის
საწარმოში დავიწყე მუშაობა.
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის საწარმოში დავიწყე მუშაობა.
21:41 / 16.07.2019
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან
ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
19:01 / 22.05.2018
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ
ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
15:53 / 16.05.2018
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.