რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სტატიები
პოლიციის სამმართველოს დეტექტივი შერმადინ კაპანაძე: ,,შენი დედა მ......! ნუ მაგინებ!"
დღევანდელ, 2014 წლის 3 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ბრალმდებლები და ბრალდებულები ერთმანეთს აგინებდნენ. პოლიციის სამმართველოს დეტექტივი შერმადინ კაპანაძის დაკითხვას მოსამართლის წინ აურზარი მოჰყვა. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა სასამართლოში უკვე ამოღებული აქვთ. პროკურორი ია მეფარიშვილი იმუქრება, რომ საქმეს მსვლელობას მისცემს. ბრალდებულ ძმებს კი ამჯერად მთელი ,,სამართლებრივი სისტემა" დაუპირისპირდა.

 


დღეს პოლიციის დეტექტივი ამტკიცებდა, რომ რესტორან ,,მონადირესთან" ძმები ინდუაშვილები პოლიციის უფროსის მძღოლს გიორგი ჩერქეზიშვილს სცემდნენ. ერთ-ერთმა ძმამ ვერ მოითმინა და შუშებიანი გისოსებიდან შერმადინს უთხრა: ,,ტყუნის დედა..."

,,შენი დედა მ..... ნუ მაგინებ" - უპასუხა პოლიციელმა. ამის შემდეგ ორმხრივი გინება უფრო გაძლიერდა.

,,შენი ოჯახს შ.... ნუ მაგინებ!" - არ დათმო შერმადინ კაპანაძემ.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ და პოლიციის დეტექტივის თავშეუკავებლობა მათაც გააპროტესტეს. დაპირისპირებაში პროკურორი ია მეფარიშვილიც ჩაერთო და სიტყვიერ ,,შეხლა-შემოხლაში" პოზიციები არ დათმო.

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ პროცესი შეაჩერა და დაპირისპირება ფოიეშიც გაგრძელდა.

,,ეჭვი მაქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს მდგომარეობას კიდევ უფრო გაურთულებენ" - გვითხრა ბრალდებულების ინტერესების დამცველმა ტანია რაზმაძემ.

 

,,ყველაფერი მძღოლის ბრალია"

 

სისხლის სამართლის საქმე პოლიციის უფროსის მძღოლსა და გორელ ახალგაზრდებს შორის მომხდარ იმ ჩხუბს ეხება, რომელიც რესტორან ,,მონადირესთან" მოხდა. ძმებს ვასილ და გიორგი ინდუაშვილებს დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებების ნიშნები აღენიშნებოდა.

გიორგი ჩერქეზიშვილი, რომელიც გორის შს სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსის დავით ბუხრაძის მძღოლი 2013 წლის 23 დეკემბერს იყო, გორის ერთ-ერთ პატარა რესტორანში, მეგობრებთან ერთად, ქეიფობდა. ცოტა ხანში სუფთა ჰაერზე გავიდა და კარებში დადგა. აღნიშნული პიროვნება სხვა პირებთან ერთად, სამოქალაქო ფორმაში იყო. საღამოს 12-ის ნახევარზე რესტორანში სხვა მაგიდასთან მსხდომმა ახალგაზრდებმა შენობიდან გასვლა დაიწყეს. კარებში მდგომმა, სამმართველოს უფროსის მძღოლმა ერთ-ერთ გოგონას გასვლისას შეაგინა: ,,ნელა გაიარე შენი…”! გოგონას შეურაცხყოფა თანხმლებმა ახალგაზრდება, მათ შორის ძმებმა ინდუაშვილებმა ვერ მოითმინეს და კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ცოტა ხანში პოლიციის პიკაპები გამოჩნდა. პოლიციელებმა ახალგაზრდები დააკავეს.  დადასტურებული ფაქტია, რომ ძმებს სისხლიანი სახეები სამმართველოში დაბანეს.

,,კარებში რომ გავდიოდი, იმ პიროვნებას, რომელიც პოლიციის უფროსის მძღოლი აღმოჩნდა, ჩემი ჩანთა გამოედო. ამის გამო შემაგინა” – გვითხრა გოგონამ, რომლის გამოც ჩხუბი ატყდა. ის დაკავებულების ნათესავია.

პოლიციის თანამშრომლები არჩილ ელიაშვილი და გოგა სამადალაშვილი ამბობენ, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, პოლიციის უფროსის მძღოლი ნაცემი იყო.

,,ადგილზე რომ მივედით, დავინახეთ, რომ ახალგაზრდები ჩერქეზიშვილს სცემდნენ” – ამბობს ელიაშვილი. ,,რომ მივედით ჩერქეზიშვილი ჩამომჯდარი იყო და სისხლს იწმენდდა” – ამბობს მეორე პოლიციელი სამადალაშვილი. ,,შევეცადეთ ახალგაზრდების დაკავებას, მაგრამ წინააღმდეგობა გაგვიწიეს. იძულებული გავხდი, რომ ერთ-ერთი მათგანი ხელში ამეყვანა და ისე ჩამესვა მანქანაში. მანქანაში ჩასმისას უფროსმა ძმამ თავი კარების ზედა ნაწილს მიარტყა. ჩავსვი მანქანაში და წავიყვანეთ სამმართველოში” – განაცხადა პოლიციელმა სამადალაშვილმა.

პირველმა პოლიციელმა ელიაშვილმა კი განაცხადა, რომ ძმები ერთ მანქანაში მოათავსეს: ,,წინააღმდეგობას გვიწევდნენ, იგინებოდნენ, გვირტყავდნენ. მერე თვითდაზიანებებს იღებდნენ, რომ ჩვენთვის დაებრალებინათ ცემა” – თქვა მან. რა იგულისხმებოდა თვითდაზიანებაში, ელიაშვილმა დააზუსტა, რომ უფროსი ძმა ძირს დაწვა და თავი ასფალტს ურტყაო. სამადალაშვილმა კი თქვა, რომ ხელში აყვანილი ჩავსვი მანქანაშიო. მოკლედ, პოლიციელ ელიაშვილის განმარტებით, ძმები ერთ მანქანაში მოათავსეს და ისე გადაიყვანეს სამმართველოში.

აღნიშნული ფაქტი 2013 წლის 23 დეკემბერს მოხდა. ძმებს, რომელთაგან უმცროსი ავღანეთში მსახურობდა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.  ზემოაღნიშნული, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები (,,თავი მანქანას მიარტყა” და ,,თავი ასფალტს დაარტყა” და ა.შ.) მოსამართლე შალვა კაკაურიძის წინაშე პოლიციელებმა მისცეს. ორივე პოლიციელმა აღიარა, რომ სამმართველოში მიყვანისას დაკავებულებს სისხლი სდიოდათ.

პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგ, დაკავებული უფროსი ძმა საძინებელ ოთახში შეიყვანეს და იქაც სცემეს. ეს ცემა კი უმცროსს ძმას აყურებინეს.

,,მე შემიძლია აღვწერო ეს ოთახი. მაინტერესებს მათგან, რა მინდოდა იქ და რატომ შემიყვანეს?” – თქვა უფროსმა ძმამ. უფრო სწორად, კითხვა დაუსვა პოლიციელებს.

,,ჩემი შვილი როცა დავინახე პროცესზე, ვერ ვიცანი, ისე იყო ნაცემი” – გვითხრა დაკავებულების დედამ. ის იმ პროცესზე საუბრობს, რომელიც 2013 წლის დეკემბერში გაიმართა და მის შვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

პოლიციელების თქმით, მათ არ ახსოვთ, რომ დაკავებულები საძინებელში შეიყვანეს. მათი თქმით, ეს ოთახი, არა თუ ხელმძღვანელის, არამედ თანამშრომლების მოსასვენებელი ადგილია. ,,შესაძლოა, ის ოთახი ღია იყო, ჩანდა დაკითხვის ოთახიდან და ამიტომ შეუძლიათ აღწერონ საძინებელი” – თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ადვოკატის და პროკურორის შემდგომი კითხვები პოლიციის უფროსის შიდა ოთახის დეტალების დაზუსტებას შეეხო. კერძოდ, ოთახის რა ნაწილში იმყოფებოდნენ დაკავებულები დასაკითხად, ხოლო საძინებლის კარების გაღებულ მდგომარეობაში ყოფნისას, საძინებლის რა ნაწილის დანახვა შეეძლოთ.

ასეა თუ ისე, ძმების დაკავების საქმეში უდავო გახდა დაკავებულების ფიზიკური დაზიანებების ფაქტი. ის, რომ უფროს ძმას სახეზე სისხლი სდიოდა, ეს თავად პოლიციელებმა დაადასტურეს.

,,ერთი კითხვა მაქვს. როცა მოხვედით სტალინის ქუჩაზე, ვერ დაინახე, როგორ გვირტყავდა ჩერქეზიშვილი?” – ჰკითხა უმცროსმა ძმამ პოლიციელს. ,,არ მახოვს” – უპასუხა სამადალაშვილმა.

,,შიდა ოთახში რომ შემიყვანეს, იქ იყავი, ეს არ გახსოვს?” – ჰკითხა უმცროსმა ძმამ პოლიციელს. ,,არ მახოვს”- კვლავ უპასუხა პოლიციელმა სამადალაშვილმა.

,,გოგა, იცი, რომ ამ საქმეზე მიდის გამოძიება, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს სხეულის დაზიანებაზე ექსპერტიზაც ჩაუტარდა და..” – ეს წინადადება ადვოკატ თამარ თედლიაშვილს პროკურორმა ია მეფარიშვილმა შეაწყვეტინა. ,,მოწმე და სასამართლო ნუ შეგყავთ შეცდომაში. ამ საქმეზე ცალკე არავითარი გამოძიება მიმდინარეობს” – განაცხადა პროკურორმა. ამით ის ფაქტი დადასტურდა, რომ პროკურატურაში ძმების ცემის ფაქტზე გამოძიება არც დაწყებულა.

ბრალდების მხარეს მოწმეების გრძელი სია აქვს. ამ სიაში ძირითადად, პოლიციელები შედიან. რესტორნის სიახლოვეს მდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები კი საქმეში არ დევს. ,,ჩვენ ამ ვიდეოკადრების ამოღებას ვერ მოვახერხებდით, რადგან ეს გამოძიებას უნდა გაეკეთებინა” – განაცხადა ადვოკატმა პროცესზე. წინასწარი გამოძიების პერიოდში, ,,ფირების წაშლის” გამო, გამოძიებამ ვიდეოკადრები ვერ ,,მოიპოვა”. საქმის არსებითი განხილვა კი, სწორედ, ჩვენებების საფუძველზე გაგრძელდება.

 

,,გოგოს ვუყვიროდი და მაშინ დამარტყეს” – პოლიციის უფროსის მძღოლის ნაამბობი


სასამართლოზე ჩერქეზიშვილმა თქვა, რომ მეზობელი სუფრის წევრებს შორის, განსაკუთრებით, ერთს-ერთს იცნობდა, რადგან მისი ბავშვობის მეგობარი ყოფილა. ეს მეგობარი ჩერქეზიშვილის ცემის ფაქტზე გირაოთია გათავისუფლებული.

,,ამ ამბის შემდეგ, აღარაა ჩემი მეგობარი” – ასე დაიწყო ჩვენების მიცემა პოლიციის თანამშრომელმა. დაკავებულებს კი შორიდან ვიცნობო.

ახლა მივყვეთ ჩერქეზიშვილის ვერსიას.

,,რესტორანში დაახლოებით 9 საათზე დავსხედით. ამ დროს ესენიც შემოვიდნენ. ცოტა ხანში დამიძახეს, რადგან ერთ-ერთ მათგანს ბავშვობიდან ვიცნობდი და ჩემი მეგობარი იყო. დავლოცე კიდეც. 11 საათისთვის წასვლას ვაპირებდი. ადრე მინდოდა წასვლა, რადგან მეორე დღეს დაბადების დღე მქონდა. მე და ჩემი მეგობარი (იგულისხმა თანამესუფრე) ვასილ ბუთხუზი გარეთ გამოვედით. შესასვლელ კარებიდან დაახლოებით 3 მეტრში ვიდექით. ამ დროს ეს გოგო გამოვიდა და პირდაპირ დამეჯახა. მე ვუთხარი, ნელა გაიარე-თქო. ის კი პირდაპირ გინებაზე გადავიდა, შე ძაღლოო და ეგეთ რაღაცეებს მეუბნებოდა. მოგვიხდა ხმამაღალი საუბარი, ვკამათობდით მე და ის გოგო. ფაქტიურად, ვჩხუბობდით სიტყვიერად. მეუბნებოდა, ეხლა ნახე რა მოგივა, ჩემი ქმარი გამოვაო. ამ დროს გამოვიდნენ ეს ბიჭები, სახის არეში დარტყმა ვიგრძენი და გავითიშე. გონებაზე რომ მოვედი, უკვე ,,სამებას” მაღაზიასთან ვიყავი და ვგრძნობდი რომ მირტყავდნენ. მერე გაგვაშველეს თუ დაგვაშორეს, გზის პირზე ბორდიურზე დავჯექი და პოლიციელ გაბინაშვილს დავურეკე (გაბინაშვილი – პოლიციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია). ერთ წუთში მოვიდნენ პიკაპებით და წამიყვანეს. დავინახე რომ ის ბიჭები გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და იგინებოდნენ. როგორ მოხდა მათი დაკავება მე არ ვიცი” – თქვა თავის სიტყვაში ჩერქეზიშვილმა.

საპირისპირო ვერსიას ამბობს ის გოგონა, რომლის გამოც ინციდენტი მოხდა. ,,როცა გამოვდიოდით, ჩერქეზიშვილი კარებთან იდგა ისე, რომ მხარი გავკარი. ჩანთა მქონდა გადაკიდებული. ნელა გაიარე შენი დედაო… ასე მითხრა, ამას მოჰყვა შემდეგ ბიჭებს შორის კამათი” – ამბობს ერთ-ერთი მთავარი მოწმე გოგონა.

ადვოკატმა ჩერქეზიშვილს დააზუსტებინა რესტორნის წინ დგომის ტრაექტორია.

,,მე ვიდექი ტროუტარის განაპირას, სახე გზის მხარეს მქონდა” – თქვა ჩერქზიშვილმა.

,,თუ სახით გზის მხარეს და ამ გზის ნაპირზე იდექი, როგორ დაგეჯახა ეს გოგო პირდაპირ? ის ხომ რესტორნიდან გამოდიოდა?” – ჰკითხა ადვოკატმა. ,,მეც არ ვიცი რატო დამეჯახა პირდაპირ. მე ვიცი, რომ ეს გოგო სულ ესე აკეთებს, სხვა თანამშრომლებთანაც ასე გაუკეთებია სხვა დროს.”- დააზუსტა პოლიციელმა.

დაკავებული: ,,ამბობ, რომ პირდაპირ დაგარტყეს და გონება დაკარგე. ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით?”

ჩერქეზიშვილი – ,,მე არ მახსოვს, რომ მანამდე თქვენ გესაუბრებოდით. მე კამათი მქონდა ამ გოგოსთან და მაშინ დამარტყი”

დაკავებული – ,,თუ ის არ გახსოვს, რომ მთელი ნახევარი საათი გელაპარაკებოდი, საიდან გახსოვს რომ მე დაგარტყი? იქნებ სხვამ დაგარტყა და რომელი მხრიდან მოხვდა?”

ჩერქეზიშვილმა უპასუხა, რომ მან დარტყმა გვერდითა მხრიდან იგრძნო და გონება დაკარგა. გონებაზე რომ მოვიდა, კიდევ მირტყავდნენო.

დაკავებული: ,,გონებაზე რომ მოხვედი, მაშინ ვინ გირტყავდა?”

ჩერქეზიშვილი: ,,ალბათ თქვენ, სხვა იქ არავინ იყო და ვის უნდა დაერტყა?”

დაკავებული: ,,სად იყვნენ ამ დროს ის ხალხი, ვისთანაც სუფრაზე იყავი?”

ჩერქეზიშვილი: ,,არ მახსოვს, ალბათ იქ იყვნენ”

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ გიორგი ჩერქეზიშვილს ურჩია, რომ კითხვებზე პასუხები გაეცა ,,კი” ან ,,არა”-თი. ,,ალბათობით ნუ საუბრობთ, სასამართლოს აინტერესებს ის ფაქტები, რომელზეც თვლით, რომ ეს ასე მოხდა. თქვენს ჩვენებაზე შესაძლოა ორი პიროვნების ბედი იყოს დამოკიდებული” – უთხრა მოსამართლემ.

ადვოკატი – ,,ბატონო გიორგი, როდესაც გონზე მოხვედი, რა მდგომარეობაში იყავი?”

ჩერქეზიშვილი – ,,ძირს ვეგდე უკვე სამებასთან”

ადვოკატი – ,,თუკი გონება რესტორნის წინ დაკარგე, მაღაზია ,,სამებასთან” როგორ აღმოჩნდი?”

ჩერქეზიშვილი – ,,ეხლა ჩხუბი ისეთი რამეა, შეიძლება რკინიგზის სადგურზეც აღმოვჩენილიყავი”

ადვოკატი – ,,როდესაც გონზე მოხვედით, რა დაინახეთ? ვინ აგაყენათ ფეხზე?”

ჩერქეზიშვილი – ,,მე ისევ მცემდნენ. ალბათ ჩემმა მეგობრებმა ამაყენეს, ვისთანაც სუფრაზე ვიყავი”

დაკავებული – ,,თუკი ამბობ, რომ არ გახსოვს სად იყვნენ შენი მეგობრები და არ დაგინახია, ის საიდან გახსოვს, რომ იმათ აგაყენეს ფეხზე?”

ჩერქეზიშვილი – ,,ზუსტად არ მახსოვს. მე ის მახსოვს, რომ თითქოს გაგვაშველეს თუ დაგვაშორეს, ფეხზე ამაყენეს და მერე წავედი და ბორდიურზე დავჯექი”

ადვოკატი: – ,,ამბობ, რომ გონებაზე მოსვლის შემდეგ არ გახსოვს სად იყვნენ შენი მეგობრები და არ გინახავს. მაშ ვინ გაშველებდა ან გაყენებდა ფეხზე, ისევ ეს ბიჭები ხომ არ იყვნენ?”

ჩერქეზიშვილი – ,,მგონი რესტორნის მცხობელი იყო, წინსაფარი ეკეთა და იმით ვხვდები, რომ ის იქნებოდა”.

ამის შემდეგ ჩერქეზიშვილს პოლიციის პიკაპის თუ პიკაპების გამოჩენის ფაქტს აზუსტებინებდნენ.

ჩერქეზიშვილი: ,,თავიდან ერთი პიკაპი მოვიდა, ის მე არ გამომიძახებია. პატრულირებდა და იქ იმიტომ გაჩნდა. ეს ბიჭები გზის მეორე მხარეს იდგნენ და რო იგინებოდნენ, ამ პიკაპიდან დაუძახეს, ნუ იგინებითო და გააჩერეს”

ადვოკატი – ,,ვის აგინებდნენ?”

ჩერქეზიშვილი – ,,ეგრე მახსოვს, რომ იგინებოდნენ, პირადად არავის აგინებდნენ”

დაკავებული – ,,ბორდიურზე რომ იჯექი, გვერდით ვინ გეჯდა, არ გახსოვს? მე ხომ არ ვიჯექი?”

ჩერქეზიშვილი – ,,არ მახსოვს, ბორდიურზე რომ ვიჯექი, დავინახე, რომ პიკაპი იდგა, მერე დავრეკე და მეორე პიკაპი მოვიდა”

დაკავებული: ,,არაფერი არ გახსოვს და საერთოდ შენი ჩვენება სანდოა? ამბობ, რომ ჩემმა ძმამ დაგარტყა და გაითიშე. მე რას ვაკეთებდი?”

ჩერქეზიშვილი: ,,არ მახსოვს”

დაკავებული: ,,არ გახსოვს, რომ რესტორნის წინ გელაპარაკებოდი ჩემს ძმაზე, ეს ის კაცია, კონდახი რომ ჩაარტყი-მეთქი?”

ჩერქეზიშვილი: ,,არ მახსოვს, ეგეთი საუბარი არ მახსოვს”

დაკავებული: ,,როცა პოლიციაში მიმიყვანეს, შენ რატომ მოხვედი პოლიციაში, აკი საავადმყოფოში წაგიყვანეს?”

ჩერქეზიშვილი: ,,ჯერ საავადმყოფოში ვიყავი და მერე მოვედი პოლიციაში”

დაკავებული: ,,საავადმყოფოში რა გითხრეს, რატო მოიყვანეთ, საიმისო არაფერი ჭირსო?”

ჩერქეზიშვილი: ,,კი მითხრეს, არ არი საჭირო აქ გააჩეროთო”

ადვოკატი: ,,ბატონო გიორგი, ერთ კითხვას დაგისვამთ და თუ უნდა გააპროტესტოს პროკურორმა. ხშირად მოგსვლიათ ესეთი ჩხუბები რესტორნებში?”

პროკურორი ია მეფარიშვილი: ,,ვაპროტესტებ, საქმესთან კავშირში არ არის”

ადვოკატი: ,,არ გახსოვთ 2013 წლის თებერვალში, რესტორან ნაჭარმაგევში რომ მიხვედით ერთ-ერთ სუფრაზე, სადაც დათო წეწვაძე (კარაქა) და ლექსო ვალიაური (გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი) ისხდნენ და შეურაცხყოფა მიაყენე? მერე რომ გცემეს, არ გახსოვს?”

პროკურორი: ,,გიორგი, არ უპასუხო კითხვებს!”

ჩერქეზიშვილი: ,,არ მახსოვს”

დაძაბული პროცესი ჩერქეზიშვილის ამ პასუხით დამთავრდა.

 

რა მოხდება საბოლოოდ?


პროკურორი ია მეფარიშვილი გვეუბნება, რომ მოწმეების დაკითხვა უკვე მორჩა. ამჯერად, მხარეები კამათის რეჟიმში გადავლენ. თუმცა, დღევანდელი 2014 წლის 3 სექტემბრის დაძაბული სხდომის შემდეგ რა ფორმით განხორციელდება კამათი, ძნელი სათქმელია.

ფოტოზე: გიორგი ჩერქეზიშვილი

 

რედაქციის განმარტება: სტატიის გამოქვეყნებისას გაიპარა უზუსტობა, შერმადინ კაპანაძის ნაცვლად ნახსენები იყო ზაქარია შერმადინი. აღნიშნული უზუსტობის გამო რედაქცია ბოდიშს იხდის.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.