ახალი ამბები
ერთი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ავარია სოფელ ქიწნისთან (PHOTO)
ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ხუთი ადამიანი დაშავდა გორი-ტყვიავის გზაზე, სოფელ ქიწნისის გადასხვევთან, ცოტა ხნის წინ მომხდარ ავარიას.

ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.

როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები გორის კლინიკებში არიან გადაყვანილი. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.



















Print

სტატიის გამოყენების პირობები