სხვადასხვა
,,შიდა ქართლში შესანიშნავი სად რა იცის"
ამ ხალხურ ლექსში, რომელიც გამოქვეყნეულია სათაურით "ქართლში შესანიშნავი სად რა იცის", შექებულია ბევრი ადგილობრივი ხალხური ტრადიცია.

მაგალითად, ცნობილი იყო, რომ წინარეხში სახლებს მაღალი ერდოები ჰქონდა. კავთისხევი კირით იყო ცნობილი, სოფელი თვალადი კი,  სიმინდით.

რამდენიმე ქართლური სოფელი იუმორითაა გაკინწლული.

მაგალითად, მეტეხელებს კუდააზნაურებს უწოდებდნენ. ყივანახველას სასირელებს აბრალებდნენ. ციებცხელება უფლისციხელებისთვის იყო დამახასიათებელი, ხოლო ქვახვრელელები მკითხავებით იყვნენ ცნობილნი.

უფრო კონკრეტულად:

ჭრელი მამლები გომიჯვრული,
ლობიო დავრული,
არშიყობა თელათგორული,
ერდო მაღალი წინარეხული,

სიმინდი თვალადური,
ბუში ჩოკაანთუბნური,
კირი კავთიხეური,
ჭილობი იდლური,
ფინია გომური,

რთვილი კასპური,
იხვი ბორტული,
ფშატი ჩოჩური,
კუდა-აზნაური მეტეხური,
ყივანახველა სასირული,

ჭონა ყარაღაჯული,
ჭრელი ძაღლი გრაკლური,
სადღობელი დოესური,
მკითხავი ქვახვრელური,

ციებცხელება უფლისციხური,
ქალი და რძალი ხიდისთაური,
წყლის ხერხი ატენური,
ლიტრა გორული,

ჩანგური ხოვლური,
სიმინდის ჯინი ზემო ხანდაკური,
დავიდარაბა ახალქალაქური,
სახრავი ატამი თეძმისხეური,
დიდრონი საბძლები ახალციხური,

ჭიანი კვრნჩხი ნოსტური,
ქერი ქოტისური,
ავდარი მოხისური,
პური თონეთური,
ჩხუბი დვანური,

პანტა ღოლოვნური,
კართოფილი რუისული.

ხალხური ლექსები და ზღაპრები შეკრებილია გ. ნათაძის მიერ, ს. ხუციშვილის რედაქტორობით.


წყარო: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები