სხვადასხვა
მეჯვრისხეველი ერისთავები
გორის მაზრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, მეჯვრისხევში საბჭოთა ხელისუფლება ჯერ კიდევ 1919 წელს დამყარდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიის ცნობით,  საბჭოთა ხელისუფლება აქ, კონკრეტულად, 1919 წლის 9 ნოემბერს გამოცხადდა.

ბოლშევიკებმა მეჯვრისხევში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დააპატიმრეს. აჯანყება ნოე ჟორდანიას მთავრობამ ჩაახშო.

მენშევიკური მთავრობის პერიოდში, ისტორიკოს ბონდო კუპატაძის ცნობით, ბოლშევიკებმა სამი აჯანყება მოაწყეს: პირველი 1918 წელს, მეორე - 1919 წელს, მესამე კი, - 1920 წელს. ყველა მათგანი რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ იმართებოდა.

1921 წლის 25 თებერვალს ,,წითელმა არმიამ" თბილისი დაიკავა. მენშევიკური მთავრობა დამარცხდა და ემიგრაციაში წავიდა. ემიგრაციის ნაწილი გახდა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ერისთავების ოჯახიც, რომელთა სასახლეების კვალია შემორჩენილი მხოლოდ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები