სტატიები
მთვრალი ალუბლები გორის ქუჩებში
მთვრალი ალუბლები გორის ქუჩებში

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

19:52 / 07.06.2015
,,აქ რა უნდა ბენზინგასამართ სადგურს?"
,,აქ რა უნდა ბენზინგასამართ სადგურს?"

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:10 / 01.06.2015
,,მსოფლიოში სტალინია, ფეხბურთში კი - ჩვენი ,,დილა"
,,მსოფლიოში სტალინია, ფეხბურთში კი - ჩვენი ,,დილა"

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:43 / 29.05.2015
როცა ოცმეთაური ვერ ერთობა კონცერტზე
როცა ოცმეთაური ვერ ერთობა კონცერტზე

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

04:56 / 27.05.2015
აბანოს მოსახლეობამ ოსებს ძროხები დაუბრუნა
აბანოს მოსახლეობამ ოსებს ძროხები დაუბრუნა

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

19:59 / 26.05.2015
,,ბატონო გუბერნატორო, თუ იცის თელადგორმა, არ იცის წინარეხმა"
,,ბატონო გუბერნატორო, თუ იცის თელადგორმა, არ იცის წინარეხმა"

26.05.2015 ,,ცოცხალი გუბერნატორი აქამდე გინახავთ?" - უთხრა თელადგორელებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა. 

16:14 / 26.05.2015
,,სამართლიანი მოთხოვნა იყო, მაგრამ..."
,,სამართლიანი მოთხოვნა იყო, მაგრამ..."

23.05.2015  ქარელის რაიონის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, სოფელ რუისში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირების თაობაზე,  გუბერნატორთან განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ,,რაღაცა კატეგორიამ" ვერც გუშინ და ვერც დღეს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან დაწყებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შეგნებულად ვერ გაიგო. საქმე  ავტობანის მშენებლობით გამოწვეულ პრობლემას ეხება, რომლის მიხედვით, რუისის მოსახლეობას გზის გადასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთებზე მისასვლელი გზები მოესპო. ზაზა გულიაშვილი ფიქრობს, რომ ამ აქციის უკან კონკრეტული პირები, მათ შორის, თანაპარტიელები დგანან.

20:32 / 23.05.2015
გორში ,,დილა"-ს ჩემპიონობას ზეიმობენ
გორში ,,დილა"-ს ჩემპიონობას ზეიმობენ

22.05.2015 საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურზე გორის ,,დილამ" ნაადრევად მოპოვებული ჩემპიონობა კიდევ ერთი გამარჯვებით აღნიშნა. ,,ვიტ-ჯორჯია" 3:0 დაამარცხა და უმაღლესი ლიგის მიღმა დატოვა. ამავე 30-ე ტურის შეხვედრაზე თბილისის ,,დინამომ" საჩხერის ,,ჩიხურა" ამავე ანგარიშით დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მეორე ადგილს, ეს პოზიცია ქობულეთში გაირკვა, სადაც სტუმრად მყოფმა ბათუმის ,,დინამომ" ქობულეთის ,,შუქურა"-ს 1;3 სძლია.

01:55 / 23.05.2015
მანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა
მანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა

17.05.2015 შემთხვევა დღეს კასპში აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. სავარაუდოდ, დიდი სისწრაფით მოძრავი ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ვანო ცინცაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. დაშავდა მძღოლი და მისი მგზავრი.

23:19 / 17.05.2015
ქარელის რაიონში წველადობა 20%-ით შემცირდა (Duplicate) 2
ქარელის რაიონში წველადობა 20%-ით შემცირდა (Duplicate) 2

28.04.2015 ქარელის რაიონის სოფლებში შინაურ საქონელს წითელი ფერის ჰელმონითი აღმოაჩდა, რომელიც წველადობას 20% ამცირებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ტერიტორიული თემის წარმომადგენლები გააფრთხილა. დაავადების გამწვავებას საქონლის დაღუპვა მოსდევს. თემის წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება და აცრების ჩატარების დაჩქარება დაევალა.

01:51 / 15.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
კოტეჯებში ცხოვრებასთან შეგუება ძნელია (VIDEO)
ეზოში შინაური ცხოველებიც ჰყავს, კურდღელი და ღორი გაამრავლა. სახლის გვერდით, ფუტკრის რამდენიმე სკაც დადგა:
რატომ შეჩერდა ,,ხელოვნების სახლის" მოწყობა (VIDEO)
,,ხელოვნების სახლის" პროექტის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მერის მრჩეველს ბრიუსელში ვიზიტამდე ესაუბრა.
,,ფერების ფესტივალი" გორში (PHOTO/VIDEO)
ფერების ფესტივალი - იგივე Holi, დასაბამს ინდოეთიდან იღებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,ბოლო ზარის" მანქანა ხეს დაეჯახა (PHOTO)
მანქანაში პირველი საჯარო სკოლის 5 მოსწავლე იჯდა. სერიოზული დაზიანება არავინ მიიღო.
ხაშურში ცხოველთა დამცველები ნანახით შოკში ჩავარდნენ
ჩავედით ხაშურში. თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლა არ გაგვჭირვებია, ნანახმა სრულ შოკში ჩაგვაგდო, 
საცობები ძველ ბაზართან - გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს.
სხვადასხვა
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.