ვიდეორეპორტაჟი
ოლიმპიელთა ბილბორდს საღებავი შეასხეს
გორში, 2016 წლის ოლიმპიადის მონაწილეების ბილბორდს საღებავი შეასხეს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის შესასვლელში გადაიღო.

კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა საღებავის გადაცლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. საღებავი უფრო მეტად მოედო გამოსახულებას.

წითელი საღებავი მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის პორტრეტს შეასხეს. დანარჩენების ფოტოები უვნებელი გადარჩა.

ქალაქში სარეკლამოდ სამი ბილბორდი დაამზადა. აქედან ორი მათგანი უკვე დამონტაჟებული იყო.

,,მესამე ბილბორდი სადგურის დასახლებაში უნდა დაგვემონტაჟებინა, მაგრამ ვინაიდან ასე მოხდა, თბილისიდან გორის შესასვლელში განთავსებულ ბილბორდს შევცვლით" - გვითხრეს კულტურის განყოფილებაში.

,,გორი საქართველოს გამარჯვებისთვის“ ასეთია ბილბორდის სლოგანი, რომელიც გორის საჭიდაო სკოლების აღზრდილების ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ბილბორდი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დროასა“ და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთობლივი ძალისხმევით დამზადდა, დამონტაჟების სამუშაოებში კი უშუალოდ მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები