ვიდეორეპორტაჟი
მდინარე ძამას კალაპოტში საქეიფო მაგიდები მიამატეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში ტურისტების რაოდენობა მომატებულია.

ამის გამო მდინარე ძამას კალაპოტში საქეიფო მაგიდები მიამატეს.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, მიმოსვლა ტურისტულ ზონაში გაუმჯობესდა.

ყინწვისის ერთერთ უბანში გვითხრეს, რომ სასმელი წყლის სისტემა არ მუშაობს.

ამის გამო უწყლოდ 10-მდე ოჯახია დარჩენილი.

დანარჩენ სოფელში მილები გაყვანილია და ონკანები ეზოებშია დამონტაჟებული.

ყინწვისელები სასმელ წყალს მდინარე ყინცივას წყაროებიდან იღებენ.

ყინცივადან მოდის სავარაუდოდ სახელი ,,ყინწვისი".

ადგილობრივი მცხოვრები გვიყვება, რომ როდესაც ლაშქრობის შემდეგ თამარ მეფეს ხეობაში ჩამოუვლია, წყალი დაალევინეს.

,,რა ყინულივით ცივიაო" - უთქვამს თამარს და, სწორედ, ამ ლეგენდას უკავშირებენ ყინწვისელები მდინარის სახელოწოდებასაც.







Print

სტატიის გამოყენების პირობები