რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვიდეორეპორტაჟი
,,კომპანიონ ძაღლების" თავშესაფრის იდეით გუბერნატორმა ცხოველთა დამცველები ვერ მოხიბლა
,,კომპანიონ ცხოველთა შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარი" - ასე ერქმევა დაწესებულებას, სადაც გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მიუსაფარი ძაღლები მოთავსდება. ამ ძაღლებიდან ნაწილს კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთდება, ნაწილი კი, - საცხოვრებლად დარჩება.

მასშტაბური პროექტი, სავარაუდოდ, 800 000 ლარი დაჯდება. ამ თანხას შიდა ქართლის გუბერნატორი სხვადასხვა მხრიდან ელოდება. მისი თქმით, გარკვეულ წილს საქართველოს მთავრობა გაიღებს. მერებიც შესაბამის რესურსებს გამოყოფენ. ამ შემთხვევაში, გააჩნია, რომელ მერიას რა მასშტაბით აწუხებს მიუსაფარი ძაღლები.

პროექტის ვიზუალური მხარე ცხოველთა დამცველებს მოეწონათ. ისინი პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით მოეწყო. ხმა არ ამოუღიათ მერებს. თავშესაფარი საკმაოდ დიდ სივრცეზე იქნება გაშლილი, თავისი ვოლიერებით, კლინიკით, ავტომანქანებით, მომსახურე პერსონალით და ა.შ. მიუხედავად, პრეზენტაციის დადებითი მხარისა, ცხოველთა დამცველებს კოკრეტული საკითხები დააინტერესათ, რომელიც შესაძლოა თავშესაფრის სისუსტე აღმოჩნდეს.



კინოლოგი ხვიჩა ხარაზიშვილი თვლის, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებულ თავშესაფარში ძაღლების დიდი რაოდენობა მოიყრის თავს. ამიტომ, ასეთ დროს, უამრავი მაგალითების გათვალისწინებით, თავშესაფრის ხელმძღვანელობას ძაღლების დაძინების მეთოდის გამოყენების ან კრემატორიუმში მათი განთავსების პროცედურების დაწყება მოუწევთ. გუბერნატორმა უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებაზე გარანტიას ვერავინ გასცემს: ,,ამაზე გარანტია, მხოლოდ, კანონია" - უპასუხა კახა სამხარაძემ.

ცხოველთა დამცველს, ირმა მთიულიშვილს მიაჩნია, რომ შორ მანძილზე თავშესაფრის არსებობა არაფრის მომცემია დამტვრეული და დასახიჩრებული ძაღლებისთვის. ,,კასპში რომ ძაღლს მანქანა დაარტყავს, მისი ტრანსპორტირება გორში შეუძლებელია. ამიტომ, უმჯობესია ვიფიქროთ თითოეულ ქალაქში მცირე თავშესაფრის არსებობაზე და ყველა ქალაქს თავისი ასეთი გამართული თავშესაფარი ჰქონდეს, თავისი კლინიკებით" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.



შიდა ქართლის გუბერნატორმა თქვა, რომ პროექტთან დაკავშირებით, ცალკეულ საკითხებს მუნიციპალიტეტების მერებთან ცალკე განიხილავს. ,,ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვეცნო თქვენთვის პრინციპი - არსებობდეს თუ არა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი. ტექნიკურ დეტალებს, მაგალითად, ვოლიერების რაოდენობებს, ტრანსპორტირების და ა.შ. ცალკე ვიმსჯელოთ," - განაცხადა სამხარაძემ. 

არსებული თავშესაფარი

გორში ცხოველთა თავშესაფარი 2013 წლიდან დაარსდა. ეს ამბავი მას შემდეგ გადაწყდა, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ქალაქის ცენტრში ვანდალური მეთოდებით მიუსაფარი ძაღლების დაჭერის ფაქტი გადაიღო. ცხოველთა დამცველებმა, მათ შორის, საერთაშორისო უცხოურმა ორგანიზაციებმა გორის მაშინდელ გამგეობას მკაცრი, გამაფრთხილებელი წერილები გამოუგზავნეს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ საკითხს არ გადაწყვეტდა, ადგილობრივი მთავრობა სოლიდური თანხით დაჯარიმდებოდა.



3 წლის შემდეგ - აუდიტის დასკვნა


გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს შედგენილ 26 გვერდიან დასკვნაში 6 გვერდი რეკომენდაციებს მოიცავს. აუცილებელია პროფესიონალი კადრების დასაქმება - წერს აუდიტის უფროსი გიორგი ორთანეზაშვილი შესავალ ნაწილში. შემდეგ, თავშესაფრის ხარვეზიან დებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,დაიგეგმოს წლის საქმიანობა, მომზადდეს წლიური და ყოველთვიური სამუშაო გეგმა. შემსრულებელ პირს მოეთხოვოს ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა" ,,შემუშავდეს უსაფრთხოების წესები" ,,იმ პირთა მიმართ, რომელიც ასევე დასაქმებულია მერიის მიერ დაფუძნებულ სხვა ორგანიზაციაში, განისაზღვროს სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული"

,,საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება, შენობა ამორტიზირებულია, აუცილებელია სარემონტოდ თანხის მოძიება, დარბაზის დაცემენტება დეზინფექციისთვის, საკარანტინო ოთახების მოწყობა, ესაჭიროებათ ვოლიერების დამატება" ,,საჭიროა დამატებით ერთი მანქანა, არსებული ძველია" ,,არ აქვთ ძაღლების საჭერი აღჭურვილობა"

,,საჭიროა ბრიგადის დამატება - 3 კაცი; ასევე, ვეტექიმისა და ვეტფერშლის დამატება, დონორი ორგანიზაციების მოძიება"

,,მოწესრიგდეს თავშესაფარში ცხოველთა შეყვანა-გაშვების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი, ცხოველთა საკვების მიღებისა და ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალი და სამედიცინო პრეპარატების მიღება-ხარჯვის ჟურნალი"



საშტატო განრიგით თავშესაფარში 11 თანამშრომელი მუშაობს. ხელფასები დამტკიცებულია თერთმეტ ძირითად საშტატო ერთეულზე თვეში 4 703,50 ლარი. ბიუჯეტი 108 000 ლარია.

2016 წლის ბიუჯეტი:

დაფინანსება 108 000 ლარი
ხელფასები - 55 692 ლარი
შტატგარეშე ანაზღაურება - 12 888 ლარი
კვება - 6 000 ლარი
საქონელი და მომსახურება - 52 308 ლარი
ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა - 10 000 ლარი
სხვა საქონელი და მომსახურება - 15 150 ლარი
სამედიცინო 1300 ლარი
ოფისის ხარჯი - 6790 ლარი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, თავშესაფარს ყოველდღიურად 120 ძაღლი ეთვლება. 2015 წლის მანძილზე ნაყიდი აქვს 29 007 ლარის ღირებულების საკვები.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ცხინვალის კორპუსები ლაბორატორიის ფანჯრიდან კარგად ჩანს. ხშირად ვხუმრობთ,
10:09 / 17.01.2021
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში
კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
20:24 / 15.01.2021
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის
საწარმოში დავიწყე მუშაობა.
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის საწარმოში დავიწყე მუშაობა.
21:41 / 16.07.2019
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან
ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
19:01 / 22.05.2018
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ
ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
15:53 / 16.05.2018
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.