ვიდეორეპორტაჟი
გორში საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მარო" დაფუძნდა
საზოგადოება ,,მაროს“ წევრებმა, ქალაქ გორში სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით, პეტიცია შეადგინეს. პეტიციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს 2018 წლის 9 მაისიდან შეეძლება.

ორგანიზაციის წევრები საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ხვალ გორის უნივერსიტეტში დაგეგმილ ფორუმზე მიაწვდიან.

,,მაროს“ წერებმა ხვალინდელი ფორუმისა და ახალი ინიციატივის შესახებ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გორის ცენტრალურ, მთავარ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი უნდა ეწოდოს.

საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პეტიციას გორის მერიას და საკრებულოს გაუგზავნიან.

ტიცია სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით

ჩვენი არჩევანი იმის თაობაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, მეტყველებს იმ ღირებულებებზე, რასაც მნიშნველოვნად მივიჩნევთ. როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რუსეთთან ომით დაზარალებული ქალაქის მთავარი ქუჩა დღემდე სტალინის სახელს ატარებს, ეს შეუსაბამობაში მოდის ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსთან, იმ ღირებულებებთან, რომელთან იდენტიფიცირებასაც ვახდენთ. ამიტომ, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მივმართავთ გორის მერს, წარადგინოს ინიციატივა გორის მუნიციპატლიტეტის საკრებულოს წინაშე, რათა ამ უკანასკნელმა იმსჯელოს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.

1921 – 1953 წლებში, სტალინურმა რეჟიმმა დაიჭირა და გადაასახლა 1 მილიონი ადამიანი, საკუთარი მიწიდან იძულებით აყარა 9 მილიონი გლეხი, მასიური კოლექტივიზაციის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ხელოვნურმა შიმშილობამ უკრაინაში 6 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, „დიდი ტერორის“ დროს დაისაჯა მილიონამდე ადამიანი, შრომით ბანაკებში 4 მილიონი ადამიანი გაიგზავნა. სტალინიზმის შედეგად, 1921-დან 1941 წლამდე, 72 000 ქართველი დახვრიტეს, რაც მთელი ერის 3% წარმოადგენდა. ისტორიული ფაქტების გააზრება, ლოგიკურს ხდის, სტალინიზმისგან დისტანცირების სურვილს, რომელიც ჩვენი მოთხოვნის საფუძველია



მოძრაობის წევრებმა ორგანიზაციას სახელწოდება ,,მარო" საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ხსოვნის პატივსაცემად უწოდეს. მარო მაყაშვილი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები