დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 50,
ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 4, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 44, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525,
საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 419, აჭარაში - 499, იმერეთში - 571. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში - 443, აჭარაში
- 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი,
მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 6, იმერეთში - 16. 657 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 261-
აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 5 528 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 664 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 16 332 პირი, აჭარაში - 1 482, იმერეთში - 1 855.