კასპის მუნიციპალიტეტში თევზი მდინარე მტკვარში დენით დახოცეს.
ბრაკონიერები, ორი ე.წ. ნავტიკით, მდინარეში კავთისხევი-ჩანგილარის
გზაზე მდებარე ხიდის სიახლოვეს შევიდნენ.
თვითმხილველის თქმით, მან ბრაკონიერები ხიდზე გადასვლის დროს
შეამჩნია:
,,ნავტიკებით უკვე მდინარეში იყვნენ შესულები და ელექტროშიკით
თევზაობდნენ. უკვე ხიდის ქვეშ იყვნენ. მოვატრიალეთ მანქანა და წვიმის
მიუხედავად, ფოტოს გადაღება შევძელით'' - აცხადებს თვითმხილველი.
ფოტო გადაღებულია დღეს დაახლოებით 20 საათზე. თვითმხილველის თქმით,
ბრაკონიერები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ, რადგან არსად არც
პოლიცია და არც გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები
იმყოფებოდნენ.