წუხელ შიდა ქართლის პოლიციაში 10-ზე მეტი ადამიანი დასაკითხად
დაიბარეს. მათი თქმით, უცნობი იყო, თუ რა აინტერესებდა პოლიციას.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი 42-წლის მამაკაცის, ზურაბ რიკრიკაძის
სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე მოწმის სახით დაიბარეს. სამინისტროს
პრეს-სამსახური კონკრეტული დეტალების შესახებ, ინფორმაციის გაცემისგან
ამ ეტაპზე თავს იკავებს.
უწყების ცნობით, დაკავებული ჯერ არავინაა.
რაც შეეხება დაჭრილს, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ
გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ივნისს, საღამოს საათებში
ესროლეს. შემთხვევა ვერხვების დასახლებაში, ავტოსახელოსნოს მიმდებარე
ტერიტორიაზე მოხდა.