დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 50,
ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 15, გურია - 7, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 48, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი -
8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657,
საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 908, აჭარაში - 328, იმერეთში - 416. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 354, აჭარაში
- 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი,
მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 630 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 227-
აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 25, ხოლო აჭარაში - 0.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 505 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 9 783 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 349 098-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.99%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333 505-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 910 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 824 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.