16-წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ ჟურნალისტებს
,,გორმედის'' ექიმმა მერაბ მაისურაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრამვებით შეიყვანეს, ოპერაცია
ჩაუტარდა, მიუხედავად ამისა, მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება.
16-წლის გოგონა გუშინ საღამოს გორში, კომბინატის დასახლებაში დაშავა.
მას და კიდევ ერთ ახალგაზრდას, 18-წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ბიჭი
ადგილზე გარდაიცვალა, გოგონა კი, - საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა საღამოს დაახლოებით 22:30 სთ-ზე მოხდა.