აბასთუმნის ტყეში 7 ახალგაზრდას ეძებენ. მათგან ადგილობრივი მხოლოდ
1-ია. დანარჩენი - მისი სტუმრები.
მოლაშქრეებს შორის ორი ბიჭი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქვახვრელიდანაა. მათმა ახლობლებმა გვითხრეს, რომ ახალგაზრდები
მეგობრებთან ერთად სწორედ სალაშქროდ წავიდნენ.
თავდაპირველად, ისინი ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეამჩნიეს. მათთან სატელეფონო კომუნიკაცია 3 ივნისს შეწყდა.
ახალგაზრდები მწყემსმა 4 ივნისს, 5 საათზე, ტყეში შეამჩნია.
სგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო
ოპერაციაში ჩართული არიან 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები.
სამძებრო ოპერაცია დრონებით მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია
პოლიცია.
გაგრძელება:
აბასთუმნის
ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს