საბაზრო სივრცეში, რომელიც გორისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა,
წყალი ჩამოვიდა.
ამის ამსახველ ფოტოს ,,აი ფაქტი'' ავრცელებს. მათი ცნობით, ობიექტის
ასაშენებლად 208,000 ლარი დაიხარჯა.
,,მართალია, მშენებლობა დასრულდა, მაგრამ ნაგებობა რამდენიმე ადგილას
დაზიანებულია. ამაზე პასუხისმგებლობაც თავად მშენებელმა კომპანიამ,
"სამშნებლო ტრესტის #3"-მა აღიო და მის გამოსწორებას ცდილობს'' -
აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
"დიახ, დაზიანებულია, ეგ უკვე ჩემი გასაკეთებელია. დაწყებული გვაქვს
მუშაობა, მიწა აყრია ზევიდან და ამინდის გამოსვლას ველოდებით, რადგან
ის სახურავი უნდა დამუშვდეს ბეტონით, მაგას აღვადგენთ და ქვევითა
დაზიანებულსაც თავისთავად," - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა
კობა ჩუტკერაშვილმა.
როგორც qartli.ge-ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უთხრეს, შენობაში
მამაკაცებისა და ქალების საპირფარეშოებს ერთი კარი აქვთ, თუმცა ამის
გადამოწმება ვერ შევძელით, რადგან ობიექტი ჯერ დაკეტილია.
გორის მერიამ 2018 წელს ევროკავშირისგან 1.8 მილიონი ლარის გრანტი
მიიღო ქალაქის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. 300,000 ლარიც
საკუთარი ბიუჯეტიდან დაამატეს. ამ ფულით ქალაქში ტურისტული
ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო და მცირე ბიზნესიც
წაეხალისებინათ.