დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90,
ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 932 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.92%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 029-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422
საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 887, აჭარაში - 317, იმერეთში - 416. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში - 349, აჭარაში
- 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი,
მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 10. 635 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 - თბილისში, 222-
აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 833 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 657, პირი, აჭარაში - 2 048, იმერეთში - 1 187.