წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, დე-ფაქტო სამხრეთ
ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის სამარხი გახსნეს, სადაც
1990-იან წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, გაუჩინარებული
ადამიანებია დაკრძალული.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი' ავრცელებს. სამარხი
ოკუპირებულ სოფელ ერედვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სააგენტო
,,რესის'' ცნობით, ერთი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. გარდაცვლილის
ვინაობა ,,დნმ'-ის ანალიზის შემდეგ გაირკვევა.
როგორც ოსური მედია წერს, ნეშთი ეთნიკური ოსი მოქალაქის კუთვნილებაა,
რადგან მათი ცნობით, ამ ტერიტორიაზე კონფლიქტის დროს, გაუჩინარებული
ეთნიკური ოსები მალულად დაასაფლავებს.