გორში სილკნეტის მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდება სრულად
აღდგენილია. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
გვაცნობეს.
მათი თქმით, სამუშაოები გუშინ საღამოსვე დასრულდა; ხელოვნურად
დაზიანების ფაქტი არ იკვეთება და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები იყო.
შეგახსენებთ, ქალაქის ცენტრში, ინტერნეტის კაბელი დაახლოებით ერთი
თვის წინაც დაზიანდა. მაშინ დადგინდა, რომ კაბელი სამშენებლო
კომპანიის მუშებმა დააზიანეს.