დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13,
ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, გურია - 0, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი -
3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
გამოჯანმრთელდა 936 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98
%
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 216 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 5 226 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი
ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 354 276-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.30%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 340 328-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862
საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 798, აჭარაში - 278, იმერეთში -
398.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში - 311,
აჭარაში - 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
194 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 13.
596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 -
თბილისში, 232- აჭარაში.
5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ივნისის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 24 853 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 104, პირი, აჭარაში - 1 490,
იმერეთში - 1 022.