მამაკაცს, რომელიც ყოფილ სიდედრს 2-ჯერ დაემუქრა, გორის სასამართლომ 4
წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე ორი ეპიზოდით
გათვალისწინებულ დანაშაულს უკავშირდება.
თითოეულ ეპიზოდზე ბრალდებულს 2 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო საბოლოოდ,
სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და პატიმრობის ვადა 4 წლით
განისაზღვრა.
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი კრავეიშვილის
განცხადებით, საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა ე. კ–ს შეტყობინება
იმის შესახებ, რომ შვილის მეუღლე - კ. ი–ი მისულია მასთან, აყენებს
შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის ხელყოფით.
პროკურორმა დაადგინა, რომ ალკოჰოლით მთვრალი მამაკაცი ხშირად მიდიოდა
სახლში ყოფილ სიდედრთან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და
ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით; რომ მას არ აცოცხლებდა და მნიშვნელობა
არ ჰქონდა, "ყელს მაინც გამოჭრიდა".